reportiori.ge - თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის "ნიღაბი 2014" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:11
კულტურა
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის "ნიღაბი 2014" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ავტორი:
09 დეკემბერი, 2014. 17:28

 

 

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წლის 2-10 დეკემბერს თბილისის მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" წარმატებით ჩატარდა. 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება „თიბისი გალერი"-ში (მის: მარჯანიშვილის 5. „თიბისის" ცენტრალური ფილიალი).



რიგით მე-3 ფესტივალი 9 დღე გაგრძელდა და თითოეული დღე დაეთმო მასში მონაწილე უნივერსიტეტებს: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბიზნეს სკოლა), ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქეთის სტუდენტური დასი, ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის სტუდენტური დასი და აზიური გუნდი.



ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. ჟიურის წევრები არიან გოგი თოდაძე (რეჟისორი), გოჩა კაპანაძე (რეჟისორი), ია სუხიტაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), კახა  მიქიაშვილი (თავისუფალი თეატრის მსახიობი), ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე) და სოფიო სიხარულიძე (მერიის წარმომადგენელი).



ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის და თურქეთის სტუდენტური დასები.



ა.(ა).ი.პ. "მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია" დაარსდა 2012 წელს. ასოციაციამ, პირველად საქართველოში, დააფუძნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი ,,ნიღაბი". ეს არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს.


ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016