reportiori.ge - დღეს რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და „ჯარისკაცის მამის“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:11
კულტურა
დღეს რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და „ჯარისკაცის მამის“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
11 დეკემბერი, 2014. 11:43



დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და ჯარისკაცის მამის" 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.



საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნის ჯარისკაცის მამა 50" პრეზენტაცია.

ნაჩვენები იქნება ფილმი როგორ შეიქმნა ჯარისკაცის მამა", სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კოლაჟი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევრების შესახებ.



რეზო ჩხეიძეს იუბილეს მიულოცავენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის გუბერნატორი, საპატიო ქუთაისელები. საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ხელოვანები - გოგი დოლიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რომა რცხილაძე, ანსამბლები რუსთავი" და ერისიონი", ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მცირე კონცერტი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ის, რაც მახსოვს" ჩვენება.



სამინისტროს ცნობით, მიხეილ გიორგაძე კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჩხეიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ პრიზს - ხელოვნების ქურუმს" გადასცემს.



ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016