საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან პროცესებთან კავშირი არ აქვს. თუმცა მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევს.
"ირაკლი შიხიაშვილი ძალიან აქტიურია, იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და მან ეს თვითონ მოახერხა. ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტშიც მოხდა ფრაქციების გამოყოფა და დაფიქსირება. აქაც რაღაც პროცესები მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამასთან. პროცესები მიმდინარეობს ბუნებრივად და უნდა განვითარდეს კიდეც. ეს არის დემოკრატიული პროცესები და ასეც უნდა იყოს", - აღნიშნა პრემიერმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულია. 26 ივლისს კი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც დადგება.