reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:27
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს აღნიშნავს
13 დეკემბერი, 2014. 11:39



დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის და წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს აღნიშნავს.


დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.



წმ. ანდრია პირველწოდებული წმიდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. წმინდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და მისი მოწაფე იყო. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად, ანდრია და იოანე ზებედესი წმიდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ.



საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.



წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.



2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნციუსმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.



ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი, წმიდა მეფე ვახტანგ I გორგასალი მეხუთე საუკუნეში მეფობდა.



წმ. ვახტანგ გორგასალი მტკიცე სარწმუნოებითა და რწმენისათვის თავდადებით იყო გამორჩეული, რისთვისაც წმინდანთა დასში შერაცხა ქართულმა ეკლესიამ; სწორედ მისი მეფობის ჟამს მიიღო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია, ხოლო თვითონ მეფე ვახტანგი წამებულის გვირგვინითაც აღესრულა ბრძოლაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016