reportiori.ge - დედა ტერეზა - ცხოვრებისეული გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:41
სხვადასხვა
დედა ტერეზა - ცხოვრებისეული გამონათქვამები
ავტორი:
14 დეკემბერი, 2014. 00:25



"ზუსტად არ ვიცი როგორი იქნება სამოთხე, თუმცა ვიცი, რომ როდესაც იმქვეყნად წავალთ და ჩვენი განსჯის დრო დადგება, ღმერთი არ გვკითხავს, თუ რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქვეყნად. იგი გვკითხავს, თუ რამდენი სიყვარული ჩავაქსოვეთ იმაში რასაც ვაკეთებდით... "


"მშვიდობა ღიმილით იწყება "

 

"სამწუხაროა, რომ ასე ხშირად გვავიწყდება, რომ პატიება შურისძიებაზე ბევრად უფრო ძლიერია. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. დიახ, ეს ჩვენს ბუნებაშია,  მაგრამ ის, რასაც ჩვენ განრისხების დროს ჩავდივართ, სამუდამოდ ტოვებს კვალს ჩვენში... შეჩერდი და დაფიქრდი... იფიქრე, ვიდრე რამეს გააკეთებდე... იყავი მომთმენი... აპატიე და დაივიწყე... გიყვარდეს ერთი და ყველა... თუ ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, ხშირად იმის დრო აღარ გჩება, რომ გიყვარდეს ისინი"

 

"სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო... აჩუქე სიყვარული შენს ბავშვებს და მეუღლეს, შენს ახლო მეზობელს... არავის მისცე ნება ისე დაგშორდეს, რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს... იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება,  სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში "

 

"როდესაც გულწრფელად უღიმი ვინმეს, ეს გულწრფელი სიყვარულის გამოხატულება და საჩუქარია"



"ყველაზე საშინელი სიღარიბე მარტოობაა და გრძნობა იმისა, რომ არავის უყვარხარ"


"მეფური ნაბიჯია, წამოაყენო დაცემული"

 

"კეთილი სიტყვები შეიძლება ზოგჯერ მოკლეც იყოს და ადვილად სათქმელი, მაგრამ მათი ექო საუკუნეებს უძლებს"


"ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ რასაც ვაკეთებთ ზღვაში წვეთია, თუმცა ამავდროულად გვავიწყდება იმაზე ფიქრი, რომ ზღვა ერთი წვეთით ნაკლები იქნებოდა ჩვენ რომ ამასაც არ ვაკეთებდეთ..."







წყარო: 4motivi.com 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016