reportiori.ge - 15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:13
კულტურა
15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადების დღეა
15 დეკემბერი, 2014. 12:48



პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. საშუალო სკოლა ქუთაისში 1941 წელს დაამთავრა, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.


 ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სახალხო პოეტად, მისი ლექსები კი ჩვენს ბავშვობას გასდევდა რითმებად. ანა კალანდაძე ქართული პოეზიის ნამდვილი დედოფალი იყო, რაზეც არა მხოლოდ ქართველი მკითხველის დამოკიდებულება, არამედ მის მიმართ უცხოელი პოეტებისა თუ ლიტერატორების მიერ გამოთქმული სიტყვებიც მოწმობს.



ანა კალანდაძემ ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნებასა" და ჟურნალ მნათობში". ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი პოეტური კრებულები შემდგომში მრავალჯერ გამოიცა. ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები. ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.



ანა კალანდაძის პოეზია უაღრესად თვითმყოფადია. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. ნებისმიერ თემაზე დაწერილი მისი ლექსები გამოირჩევა სულიერი სინაზით, ინტიმური ელფერით, ჰარმონიული სადა სტილით და ასევე ჰარმონიული ფორმით. პოეტური პათეტიკისა და გულითადობის შეზავება ხდება ზომიერი არქაიზაციისა და სასაუბრო ინტონაციების შერწყმით.



ანა კალანდაძე 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე - ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.



1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის" ორი ორდენით და ღირსების ორდენით.



1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.



1985 წელს ციკლისათვის თავაწეული ქართული დროშები" და ბოლო წლებში გამოქვეყნებული მთელი რიგი ლექსებისათვის მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს მიენიჭა გალატიონ ტაბიძის სახელობის პრემია.



1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში - თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის.



2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს - გახდა საპატიო საბას" ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.



დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ჯილდო გადმომეცა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ლექსები ჯერ კიდევ აინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს", - ასეთი იყო ანა კალანდაძის მცირე კომენტარი.



ანა კალანდაძე 2008 წლის 11 მარტს, 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე პოეტმა ინსულტი გადაიტანა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცა. ანა კალანდაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016