რომა რცხილაძე კლუბ-რესტორან „სპილოს სახლს" ხსნის. როგორც მუსიკოსმა „რეპორტიორს" განუცხადა, ეს იქნება ადგილი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება მშვიდ, მყუდრო გარემოში ცოცხალი მუსიკის ფონზე დაისვენოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს.
„სპილოს სახლი" იქნება ერთადერთი ადგილი ამ საგიჟეთში, სადაც დამშვიდდებით და მიიღებთ სიამოვნებას მუსიკისგან", - განაცხადა მუსიკოსმა.
„სპილოს სახლში" სტუმრებს ყოველდღიურად ახალი ბენდი დახვდება. მათ შეეძლებათ მოუსმინონ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ მიმდინარეობას. „სპილოს სახლში" ასევე გაიმართება მუსიკალური ფესტივალები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი შემსრულებლები.
ასე რომ, გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს, მათ, ვისაც სურს განსაკუთრებულად გაატაროს თავისუფალი დრო - 17 დეკემბრიდან გეპატიჟებათ „სპილოს სახლი".
მისამართი: დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ. 8 „პლაზა ჰოლი", მეორე სართული