reportiori.ge - ეს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:35
მთავარი თემა
ეს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2014. 21:14


 

 

სამშენებლო მასალების კომპანია „გორგიაში" პარადოქსები არ მთავრდება!

„გორგიას" დამფუძნებლის გია გორგოშაძის მიერ გადაგდებულმა დირექტორთა საბჭოს წევრებმა, გორგოშაძეს შეპირებული 2% მოსთხოვეს. გორგოშაძემ არც აცია, არც აცხელა და ყველაზე ადვილად ხელწამოსაკრავი, „მოდაში" მყოფი თამაზ თამაზაშვილის გვარი უხსენა, ანუ „დელიკატურად" დაემუქრა. მიანიშნა, რომ ახლა თამაზაშვილი „მკრიშავს" და ფეხებს ვერ მომჭამთო. მოკლედ, საქართველოში ყველა ყველას ნაცნობია და გაირკვა, რომ გია გორგოშაძემ თამაზ თამაზაშვილის სახელი გამოიყენა, ოღონდ დაპირებული პროცენტი არ გაეღო. ამ ხმამ, ჩვენი ინფორმაციით, ბატონ ბიძინა ივანიშვილამდეც მიაღწია! რა თქმა უნდა, ამ ამბავს არც ბიძინა ივანიშვილი და არც თავად თამაზ თამაზაშვილის სიძე - პრემიერი  ღარიბაშვილი ასე არ „გაატარებენ" და ამას ცხადყოფს ისიც, რომ ფინანსური პოლიცია წარმატებით მუშაობს და, ჩვენივე ინფორმაციით, „გორგიას" 15 მლნ ლარამდე დარღვევას დაუფიქსირებს!


დირექტორთა საბჭო ირწმუნება, რომ 15 მლნ-ის გარღვევა აუცილებლად ექნება „გორგიას". შავი ბუღალტერია ხომ „გორგიაში" ისევ „მოდაშია". დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა შავი ჩანაწერებით ბლოკნოტებიც კი გადმოგვცა. ეს ადამიანი ატყუებს ქართულ სახელმწიფოსაც და თურქულსაც. ამ ეტაპზე „გორგიას" დირექტორთა საბჭო ამზადებს ოფიციალურ წერილს ერდოღანის სახელზე გია გორგოშაძის თურქული მაქინაციების შესახებ. ამ მაქინაციებში გია გორგოშაძე თურქეთის მოქალაქე ბულენთ კაჩანს იყენებს.


ბულენთ კაჩანს დაიბარებენ როგორც აქაც, ფინანსურ პოლიციაში, თუმცა, ასევე თურქეთის პოლიციაშიც გააგზავნეს ოფიციალური წერილი. შეისწავლიან ბულენთ კაჩანის მაქინაციებს გია გორგოშაძესთან ერთად. ამ თაღლითური გზით შექმნა კომპანია „ბუკა" - ანუ გაშიფრულად ბულენთ კაჩანი და ამ ფირმით დაიწყო ახალი მაქინაციები ბაზარზე. სწორედ ეს „ბუკა" გახდა საქართველოში რამდენიმე ქონების ბატონ-პატრონი, ქარხნების და მიწების. ესეც იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო  არ იძლევა უფლებას, უცხოელზე გასხვისდეს მიწები.


თუმცა, გია გორგოშაძეს ქართული მიწა სულ მიხურდავებულ-მოხურდავებული აქვს თურქებზე. იყიდის მიწას, მერე გაყიდის თურქზე და ფულს შვეიცარიის ბანკში „აკაჩავებს". მივმართავთ შესაბამის ორგანოებს: შეისწავლონ შპს „ბუკას" საქმიანობა და ნათელი გახდება ქართველის მიერ „დახურდავებული" მიწები თურქებზე (დირექტორთა საბჭო)!


ასე გამოიყენა თამაზ თამაზაშვილის სახელი მუქარაში გია გორგოშაძემ. ამას დირექტორთა საბჭოს წევრები ადასტურებენ. ფინანსური პოლიცია ისე წარმატებულად მუშაობს „გორგიაში" და ისიც ირკვევა, რომ თამაზ თამაზაშვილი არაფერ შუაშია. დიახ, ასე უტეხს სახელს ამ ერთი კონკრეტული მაგალითით პრემიერის სიმამრს, არადა, „გორგიას" ვერავინ „დაკრიშავს", იმდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული ამ პროცესში. ფინანსური პოლიცია, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დასკვნას დადებს. მერე, რა თქმა უნდა, გია გორგოშაძე ისევ კრავის გამომეტყველებით დაიწყებს თავის მართლებას.


ასევე აღძრულია პროკურატურაში საქმე თაღლითობის მუხლით. „იქ, თურქეთში, იმხელა ქონება მაქვს, მთავარია, იქ არ შემექმნას პრობლემა, საქართველო მკიდიაო", - განუცხადა მეუღლეს „გორგიას" მეპატრონემ. თურქეთის ბრუნვებთან საქართველო რა მოსატანია, მითუმეტეს, თუ გია გორგოშაძე მიწებს თურქებზე ასხვისებს. მამულიშვილიც ასეთი უნდა! „გორგიაში" „გია ბეის" „ფარსადანი" შეარქვეს „კლიჩკად". თითოეულ გოჯ მიწაში მიღებული დოლარები ფარსადანობად ნამდვილად უღირს „გორგიას" მეპატრონეს!


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016