reportiori.ge - როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:36
სხვადასხვა
როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში?
ავტორი:
19 დეკემბერი, 2014. 11:44



კოსმეტოლოგების თქმით, ზამთარში სახის თბილი წყლითა და საპნით ხშირი დაბანა არც ისე სასარგებლოა. ამას ჯობს, გრილი წყლით დაიბანოთ და შემდეგ  დამატენიანებელი კრემი წაისვათ.



დღეში მინიმუმ 8 ჭიქა სითხე მიიღეთ და კანი რომელიმე მკვებავი ნიღბით გაანებივრეთ.



ზამთარში ძალიან კარგია შვრიის უმარტივესი ნიღბის გაკეთება. 2 სუფრის კოვზ დაფქულ შვრიას იმდენი თბილი რძე დაასხით, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. ბოლოს მკვებავი გადაისვით.



არანაკლებ ეფექტურია ხაჭოს ნიღაბიც: 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 კვერცხის გული და ცოტა ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და წინასწარ დაბანილ სახეზე წაისვით.



ასევე კარგია ყოველდღიურად დილა-საღამოს სახესა და ტუჩებზე ყინულის კუბიკების წასმა. ეს სისხლძარღვებისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია, რადგან ჯერ ფართოვდება, შემდეგ - იკუმშება. ყინულის მომზადება მინერალური წყლით ან სამკურნალო მცენარეების ნაყენითაც შეგიძლიათ. ცხიმიანი კანისათვის რეკომენდებულია სალბის, სამყურას, ქრისტესისხლას ნაყენი; მშრალისათვის - ვარდის ფურცლებისა და პიონის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ და ყოველი პროცედურის შემდეგ ტენიან კანზე მკვებავი კრემი წაისვით.



წყარო - mshoblebi.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016