reportiori.ge - 20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:49
კულტურა
20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა
20 დეკემბერი, 2014. 14:13


მწერალი რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა.



მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში, 1943-45-ში 31-ე ქარხანაში მუშაობდა. იქიდან კი სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში გადავიდა, მაგრამ სასწავლებელი არ დაუმთავრებია.



1947წ. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.



1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს კი მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა ნაკადულში".



1966 წელს გადავიდა კინოსტუდია ქართულ ფილმში" სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ დილის" რედაქტორად.



პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოვიდა. 1977 წელს წიგნისათვის შორი თეთრი მწვერვალი" მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმმა - ქვიშანი დარჩებიან" სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია ხუთწლედის მატიანე" მიენიჭა.



გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: ნატვრის ხე" ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, ქვიშანი დაერჩებიან", „არდადეგები", „დედუნა", „ჩირიკი და ჩიკოტელა", „კაცები"...



მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ ენებზე.


რევაზ ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016