პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩევნების მეორე ტურს არ გამორიცხავს, თუმცა ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის სათავეში მოსვლის არანაირი შანსი არ გააჩნია. „ბაქრაძე იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ ძალადობაზე, ადამიანის უფლებების იგნორირებაზე, წამებაზე და ღირსების შელახვაზე იდგა. არ შეიძლება ასეთი ღირებულებების ადამიანების ერთობა, პარტიას ეძახიან თუ მოძრაობას- მმართველ გუნდად კიდევ ერთხელ მობრუნდეს. როგორც კომუნისტების მობრუნებას ვერ წარმოიდგენს ვერავინ, ისე გამოვრიცხავ ნაცმოძრაობის დაბრუნებას ქვეყნის მართვის სადავეებთან!" - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „მაესტროს" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
კობახიძე ბაქრაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ბაქრაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა . „რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ისაუბროს დავით ბაქრაძემ, სამწუხაროდ, იმ წარსულს, ისტორიას და იმ ძალიან მძიმე ფაქტებს, რომელიც ნაცმოძრაობის მართვის პერიოდშია დაფიქსირებული ვერ წაშლის . რაც არ უნდა კარგი სახეები დააყენონ წინ და თქვან, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ნამდვილად ვერ დააჯერებენ ადამიანებს. შეიძლება მათ მართლაც რცხვენიათ, უნდათ გაემიჯნონ ამ ყველაფერს და მჭერმეტყველებით დააბნიონ ამომრჩვეელი... მაგრამ, ჩვენს ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და და ეს მეხსიერება არ გაქრება" - აცხადებს მანანა კობახიძე.