reportiori.ge - ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ღამეს სააკაშვილი მთვრალი იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ღამეს სააკაშვილი მთვრალი იყო!
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 20:44



საქართველოს აწ განსვენებული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში ორი ახალი ეპიზოდი ამოტივტივდა! ხსენებული ეპიზოდები თუ დეტალები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ყოველივემ გამოძიების მსვლელობაზე ძალიან სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს! პირველი ეპიზოდის მიხედვით, საბურთალოს ქუჩის № 35(ა) სახლში აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების შეტანის ფაქტს საქართველოდან გადახვეწილი ქალბატონი ნათელა მოდებაძის გარდა, კიდევ ორი ახალგაზრდა სტუდენტი შეესწრო!


ხოლო მეორე დეტალის თანახმად, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ექიმის ოჯახში უგონოდ დათვრა და ვიდრე ცხონებული პრემიერის ცხედარს იმ ავადსახსენებელ ბინაზე მიიტანდნენ, სარწმუნო წყაროს ცნობით, მანამდე განთქმული ნევროპათოლოგისა და პროფესორის სახლიდან გათხლეშილი თუ გალეშილი სააკაშვილი გაიტანეს!


სანამ პირველი და მეორე ეპიზოდის შესახებ დაწვრილებით მოგახსენებდეთ, შეგახსენებთ 2005 წლის 3 თებერვლის ავბედითი ღამის ქრონიკას, როცა ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში აღესრულა.


ცნობილია, რომ 3 თებერვლის დილის 01:20 საათზე ზურაბ ჟვანიას დაფარული ნომრიდან ვიღაცამ დაურეკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი 111 წამის განმავლობაში ესაუბრა. ამის შემდეგ 04:37 საათზე ჟვანიას ტელეფონზე დარეკა გიორგი ბარამიძემ და მას არავინ უპასუხა, რადაგან ზურაბ ჟვანია უკვე მკვდარი იყო. აქედან გამომდინარე, დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ სჭირდება იმ ელემენტარული დასკვნის გაკეთებას, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს სწორედ 01:20 საათსა და 03:37 საათს შორის მოკლეს ან, როგორც ნაცისტები გვიჩიჩინებენ, „გაზმა გაგუდა".


როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საბურთალოს ქუჩის № 35(ა) სახლში, სწორედ იმ სადარბაზოში, სადაც ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები შეასვენეს, მესამე თუ მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი ბიჭები - მდგმურები, რომლებიც, თურმე, ნარკოტიკების მომხმარებლები, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ნარკომანები იყვნენ.


უცნობებს შავი ფერის „ჯიპები" სახლის სადარბაზოსთან ძალიან ახლოს და თან უხმაუროდ რომ მოუყენებიათ, იმ ნარკომან სტუდენტებს, რომლებსაც არ ეძინათ და შემთხვევით ფანჯარაში იხედებოდნენ, შეშინებიათ, სასწრაფოდ ჩაუქრიათ შუქები, ნარკოტიკები და შპრიცები უნიტაზში ჩაურეცხავთ, აქაოდა, სპეცრაზმი გვიპირებს აყვანასო და ჩაბნელებული სახლის ფანჯრებიდან, სიფრთხილის წესების უკიდურესი დაცვით, ეზოში ჭვრიტინი დაუწყიათ.


ორივეს მშვენივრად დაუნახავს, როგორ გადმოუყვანიათ მანქანიდან ახალგაზრდა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მას მხრებში აქეთ-იქით შესდგომოდნენ და ისე შეუტანიათ სადარბაზოში. მერე მანქანიდან ოთხ კაცს გადმოუღია დიდი ყუთი, რომელსაც შავი ცელოფნის პარკი ჰქონია შემოხვეული და ისიც ციმციმ გაუქანებიათ სადარბაზოსკენ.


დილით მთელმა საქართველომ და იმ ნარკომანმა სტუდენტებმაც მერაბიშვილისგან შეიტყვეს, რომ საბურთალოს ქუჩის № 35 (ა) სახლში, ეკა კიკიანის ბინაში, „გაზმა გაგუდა" ზურაბ ჟვანია, რაულ უსუპოვი და რაულ უსუპოვის ცალი ფეხსაცმელი, რომელიც დღემდე ვერსად იპოვეს...


შეშინებულმა ბიჭებმა წინა ღამით დეტალურად უამბეს ერთ-ერთ გავლენიან მეზობელს, აწ განსვენებულს, რომელმაც სტუდენტებს მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა და ენაზე კბილის დაჭერა ურჩია.


საინტერესო ამ ეპიზოდში ის გახლავთ, რომ იმ ორი ნარკომანი სტუდენტის ასავალ-დასავალი დღემდე ვერავინ გაიგო, რადგან ბიჭები გაუჩინარდნენ!


ახლა კი მეორე დეტალის შესახებ მოგახსენებთ, ძვირფასო მკითხველო!


როგორც მამცნეს, 2005 წლის 2 თებერვლის ღამეს, მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიასთან ერთად ცნობილი ექიმისა და ნევროპათოლოგის, პროფესორ ოთარ თოიძის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.


ბატონი ოთარ თოიძე, რომლის პროფესიონალიზმსა და წესიერებაში ეჭვი არავის ეპარება, სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ბავშვობის მეგობარი ყოფილა. თემურ ალასანია იმ ღამეს ოთარ თოიძესთან სტუმრად არ ბრძანდებოდა, სამაგიეროდ, წყაროს ცნობით, ზომაზე მეტი დაულევია მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამტყვრალა და სუფრიდან გაუტანიათ.


ეს ყველაფერი მომხდარა გიული ალასანიას სახლის გვერდით, ყოფილ კინოთეატრ „თანამგზავრის" სიახლოვეს...


ალბათ, საგულისხმოა იმის ცოდნაც, რომ, იმავე წყაროს ცნობით, მსოფლიოს შვიდი წამყვანი ფსიქიატრიული კლინიკის მიერ „ტანსაცმლიან გიჟად" გამოცხადებულ მიშას ბავშვობიდან, სწორედ ნევროპათოლოგი და ბიძამისის უახლოესი მეგობარი, პროფესორი ოთარ თოიძე მკურნალობდა...


ერთი სიტყვით, 2005 წლის 2 თებერვლის ღამეს, პროფესორ ოთარ თოიძის დაბადების დღეზე გამტყვრალი მიშა გაიტანეს, მაგრამ არავინ იცის, სად წაიღეს....


წყარო იმასაც დაბეჯითებით ირწმუნება, რომ მიშა პროფესორის სახლიდან წაიღეს 23:00 საათზე.


თუ გავითვალისწინებთ იმ სავალალო თუ ტრაგიკომიკურ ისტორიებს, რომელთა თანახმადაც, გალეშილმა სააკაშვილმა ერთ ცნობილ ლამაზმანს ძუძუს კერტი მოაღეჭა, მეორეს - ბათუმის „შერატონის" აუზში ტვინის შერყევა მიაღებინა, ხოლო გიორგი ბარამიძეს - ფეხი მოტეხა, დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რას უზამდა იგი საცოდავ ჟვანიას, რომელიც დღე-დღეზე ან ოპოზიციაში გადასაბარგებლად, ან ქვეყნიდან ასაბარგებლად ემზადებოდა!


ახლა გასარკვევი და დასადგენია, თუ სად გადაიკვეთა 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს პროფესორ ოთარ თოიძის დაბადების დღეზე გამტყვრალი მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გზები!


კიდევ ერთიც - არაერთგზის თქმულა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თუ გარდაცვალების ღამეს მიხეილ სააკაშვილი ავარიაში მოჰყვა და მანქანა დაამტვრია! ამ შემთხვევას ბევრი სააკაშვილის ნერვიულობით ხსნიდა, მაგრამ საქმეში ამოტივტივებული ამ ახალი გარემოების წყალობით, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და, მგონი, გასაკვირი არ უნდა იყოს ავარიის მიზეზი - მთვრალმა მიშამ საჭე, უბრალოდ, ვერ დაიმაორჩილა!


ბატონ ოთარ თოიძესთან ყოველივე ზემოთქმულის კომენტირების მიზნით დავრეკეთ (ტელ.: 577 47-16-16), მაგრამ პროფესორმა ჩვენს ზარს, სამწუხაროდ, არ უპასუხა.


თუ ბატონ ოთარს წინამდებარე წერილის წაკითხვის შემდეგ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გაუჩნდება, ჩვენ მას სიამოვნებით და გულისყურით მოვუსმენთ!


ერთს კი საბოლოოდ ვიტყვით და ამით მოვრჩებით კიდეც - საქვეყნოდ ცნობილია, რომ 2008 ავადსახსენებელი აგვისტოს ომი რომ დაიწყო, სააკაშვილი ასევე გახეთქილი მთვრალი იყო!

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016