reportiori.ge - 26 დეკემბერს ძებნილი სააკაშვილი ძებნილ კოდუასთან უნგრეთში ჩადის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
26 დეკემბერს ძებნილი სააკაშვილი ძებნილ კოდუასთან უნგრეთში ჩადის
ავტორი:
24 დეკემბერი, 2014. 20:45



26 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „ნაციონალებს" დიდი შეკრება აქვთ. სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ინტერპოლის" მიერ ძებნილმა ერეკლე კოდუამ ბუდაპეშტში სახლი იყიდა და საახალწლოდ მეუღლესა და მეგობრებს ელოდება: 


„26-ში თბილისის აეროპორტიდან აფრინდებიან ნანუკა ჟორჟოლიანი და ლელა კილაძე, მათ 30-მდე სხვა „ნაცჟურნალისტიც" შეუერთდება და ჩაფრინდებიან ბუდაპეშტში, სადაც ძებნილმა ერეკლე კოდუამ სახლი შეიძინა, „ნოვოსელია" აქვთ! ახალ წელს მიშა შერეკილიც იქ მიბრძანდება, საიდუმლო სერობაც მოეწყობა და ნაახალწლევს ახალი დავალებებით ჩამობრძანდებიან. ვინც გააპროტესტებს, ტყუილიაო, მიბრძანდეს აეროპორტში და ყველას ერთად დააფიქსირებს!" 


ამ ინფორმაციას ერეკლე კოდუას მეუღლე, ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და ყველაფერი თითქოს ხუმრობაში გაატარა, თან თავის მეგობრებს მოუწოდა, მართლა მივიდეთ აეროპორტში, ესენი სულ გადავიყვანოთ ჭკუიდანო. თუმცა, როგორც „ალიას" სანდო წყარო ატყობინებს, ჟორჟოლიანი ტყუილად „ღადაობს", აეროპორტში უკვე გაყიდულია 40-მდე ბილეთი ბუდაპეშტის მიმართულებით და ცნობილია იმ ადამიანების ვინაობაც, რომლებიც ახალი წლის დღეებს უნგრეთში მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად გაატარებენ: 


„16 დეკემბრის ღამეს ერეკლე კოდუას ცოლმა „ფეისბუკში" ერთი ამბავი ატეხა, ყველაფერი ტყუილიაო, მაგრამ დაახლოებით 15 წუთში ქმარმა დაურეკა და კატეგორიულად მოსთხოვა, ამ თემაზე ხმა აღარ ამოეღო. მან „ბრძანება" უსიტყვოდ შეასრულა და თავისი „პოსტი" რამდენიმე წამში წაშალა. მართალია ერეკლე კოდუა, ეს თემა ნამდვილად არ არის საღადაო, ქვეყნიდან გაქცეულ „ნაციონალებს", მიშა სააკაშვილის თამადობით, აქ დარჩენილებთან სალაპარაკო დაუგროვდათ, ე.წ. „ნოვოსელია" მხოლოდ მიზეზია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილმა უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და პოროშენკოს ხელისუფლებაში საკვანძო ფიგურა ხდება. ასევე, ცნობილია, რომ ადეიშვილი უკვე მუშაობს კანონპროექტებზე პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ, რომელსაც განიხილავენ და შემდეგ უკრაინის რადა დაამტკიცებს. ადეიშვილი ასევე მუშაობს კანონზე ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობის შესახებ. როგორც ამბობენ, ამ ადამიანს, რომელიც ძებნილია, უკრაინაში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად დანიშნავენ. ეკა ზღულაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, გია გეწაძე... ესენი უკვე „დააბინავა" მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ მოდის შედარებით დაბალი თანამდებობები, იქაც სჭირდებათ თაღლითობაში გაწვრთნილი კადრები. ასე რომ, სალაპარაკო ბევრი აქვთ გაქცეულ და დარჩენილ „ნაციონალებს". 


ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ბუდაპეშტში წამსვლელთა სიაში (ზემონახსენები ადამიანების გარდა) არიან: მათე კირვალიძე, ნინო გაბრიაძე, ტატა სახელაშვილი, ნინო პატაშური და ხათუნა ბერძენიშვილი. რაც შეეხება ირმა ნადირაშვილის საპარლამენტო და „თავისუფალი ზონის" „სასტავს", როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, აქ ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, ვინ წავა. ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როცა „ნაცმოძრაობა" და მასთან გაიგივებული ჟურნალისტთა კორპუსი 26 დეკემბერს თბილისის აეროპორტში შეიკრიბება. ვიმეორებ, ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა ცდილობს, ეს ფაქტი იუმორის ჟანრში გადაიტანოს, თითქოს სიცრუეა და ისინი არსადაც არ აპირებენ წასვლას. 


დღეს მიხეილ სააკაშვილს პურმარილზე მეტად ის უფრო აწუხებს, როგორ დასაჯოს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო შემდეგ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი, რომელმაც 2012 წლის შემოდგომაზე „უღალატა". დღეს ის ისეა „გაბლატავებული", როგორც არასდროს - იქით ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკობს ნიშნისმოგებით, ქვეყანა თავზე დაენგრაო, აქეთ - საქართველოზე, ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ ლარი რუბლზე მიაბა და გააუფასურაო. ჩვენ კი ვხედავთ, როგორ არის მიბმული ლარი რუბლზე, მაგრამ მიშას პიარი გასდის და ისიც უბერავს. 


დაველოდოთ დიდ "სხადნიაკს" ბუდაპეშტში, ეჭვიც არავის ეპარება, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს "საუკუნის" პროექტი აქვთ შემუშავებული, თუ როგორ "ააღორძინონ" ჯერ უკრაინა, შემდეგ კი საქართველო. 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „ალია"

 

 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016