reportiori.ge - პატრიარქი კირილი: მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:37
რელიგია
პატრიარქი კირილი: მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს!
ავტორი:
25 დეკემბერი, 2014. 22:55

 

 

სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ინტრონიზაციიდან 37-ე იუბილეს ულოცავს.

 

"მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს! თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლად არჩევის იუბილეს. ოდესღაც საკუთარ თავზე აიღეთ პატრიარქის ჯვრის სიმძიმე. მას შემდეგ, წლების განმავლობაში თავმდაბლობით და მოთმინებით მისდევთ ქრისტეს და მიისწრაფვით იყოთ მორწმუნეთა მაგალითი სიტყვით, ცხოვრებით, სიყვარულით, სულით, რწმენით და სიწმინდით. ვიზიარებ საქართველოს ეკლესიის სიხარულს თქვენი უწმინდესობის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებით. ლოცვით გისურვებთ სულიერ და ხორციელ სიძლიერეს, ამოუწურავ ძალებს და უფლის დახმარებას თქვენს უდიდეს მსახურებაში საქართველოს ეკლესიისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პატრიარქ კირილის მისალოც წერილში რომელიც,  რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.


 

 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016