სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში საქართველოში სტუმრად მყოფი ინგუშები მიიღო.
"თქვენ არა მარტო საქართველოს პატრიარქი ხართ. ინგუშ ხალხს ისე ძლიერ უყვარხართ და გაფასებთ, როდესაც საქართველოდან სახლში ვბრუნდებით, გვეკითხებიან, გინახულეთ თუ არა. უბრალო ადამიანებს არ ესმით, რომ თქვენ ნებისმიერ დროს მიღება არ შეგიძლიათ, დიდი მარხვაა და ძალიან გადაღლილი ხართ მარხვის იმ წმინდა საქმით, რომელსაც ეწევით. მადლობა, რომ მიგვიღეთ", - განაცხადა შეხვედრაზე 76 წლის ინგუშმა პოეტმა ისა კოძოევმა.
პატრიარქი ინგუშების ყოფით დაინტერესდა და მოუთხრო მათ მისი მშობლების შესახებ, რომლებსაც ინგუშები უყვარდათ და მათ სტუმრად იღებდნენ, უფენდნენ ხალიჩას ლოცვისთვის.
"დღე გავიდა და მადლობა უფალს. 4 იანვარს 82 წელი შემისრულდება. მე არ ვიცი, ეს წლები როგორ გავიდა", - აღნიშნა შეხვედრაზე კათოლიკოს პატრიარქმა.
უწმინდესს სტუმრებმა საჩუქრად სუვენირი ინგუშური კოშკი გადასცეს. საჩუქრები სტუმრებს პატრიარქმაც გადასცა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)