ამა წლის 29 დეკემბერს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ დიდ მამულიშვილთა სიმბოლურ საფლავს ყვავილებით შეამკობენ და გაიმართება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, ელინოლოგის გრიგოლ წერეთლის უკვდავსაყოფი ცერემონია.
ცერემონიაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყება, შესავალ სიტყვას ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI"-ის პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი წარმოთქვამს.
ცერემონიას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; პროფესორი სალომე ყუბანეიშვილი; ახალგაზრდა ელინოლოგი, დოქტორანტი გიორგი უგულავა; პროფესორი სიმონ წერეთელი.
პანთეონში გადაიხდიან გრიგოლ წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)