reportiori.ge - გამოიცა წიგნი „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:48
კულტურა
გამოიცა წიგნი „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“
ავტორი:
27 დეკემბერი, 2014. 17:04

 

 

 „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია" - ამ სახელწოდების ახალი წიგნი გამოიცა, სადაც შესულია საქართველოსა და ტაო-კლარჯეთში მოქმედი ყველა ეკლესია-მონასტერი, მათი ისტორია, მნიშვნელობა. ასევე, მშენებარე და აღსაღდგენი ეკლესია-მონასტრების ისტორია.


როგორც ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI" პრეზიდენტის, პროფესორ ვალერი ასათიანის წინათქმაშია აღნიშნული, წიგნში წარმოდგენილია ქართველთა სულიერი ცხოვრების, ისტორიულ-კულტურული აღმშენებლობის ვრცელი პანორამა. ეს შეეხება როგორც საღვთისმეტყველო სკოლის არსის წარმოჩენას, ეპარქიის ისტორიას, მწერლობას, ონომასტიკას, ეპიგრაფიკასა და ხუროთმოძღვრებას, ასევე ოქრომჭედლობას, კედლის მხატვრობას, ქვაჯვრებსა და რუსთაველურ ლექს-წარწერას.


ასეთი სრული სახით, მსგავსად მრავლისმომცველი ილუსტრირებული გამოცემა საკუთრივ სამცხე-ჯავახეთისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის შესახებ პირველად ხორციელდება.


წიგნის მომზადების პროცესში ახალი მასალის მოსაძიებლად, ზოგიერთი ისტორიული ფაქტის დასადგენად მოეწყო ხუთი სამეცნიერო ექსპედიცია.


წიგნს ერთვის რუკა.


წიგნი დაიბეჭდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით. იდეის ავტორი - ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (გეწაძე)



წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.


ავტორთა ჯგუფი:


სარედაქციო კოლეგია:


პროფესორი ვალერი ასათიანი - რედაქტორი

პროფესორი მერაბ ბერიძე

პროფესორი გიორგი მარსაგიშვილი

არქიმანდრიტი ნიკოლოზი (გეწაძე)

ქეთევან აბესაძე

სანდრო ასათიანი - პროექტის კოორდინატორი


ინგლისური თარგმანი - ლიანა გაბეჩავა

დიზაინი - თამაზ ვარვარიძე


ტექსტის კომპიუტერული დამუშავება - ალექსანდრე კახნიაშვილი, ალა ნაჭყებია



გამოყენებული ფოტომასალა:


ალექსანდრე როინიშვილისა და დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია


გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. სერგო ქობულაძის სახელობის ფოტოფიქსაციის ლაბორატორია


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ფოტოარქივი


ზვიად ბერიძე, გიორგი გაგოშიძე, თამაზ დვალი, მერაბ დვალი, ბუბა კუდავა, რამაზ კორშია, შალვა ლეჟავა, გიორგი მარსაგიშვილი, ზაზა მახარაძე, ბესო მაცაბერიძე, ანა მგალობლიშვილი, გურამ ყიფიანი, გოგა ჩანადირი, გია ჭანიშვილი, სანდრო ასათიანი.



მკითხველს წიგნის შეძენა საპატრიაქროს მაღაზიებსა და წიგნების ყველა ქსელში შეუძლია.




 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016