მსახიობი კახი კავსაძე აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნისა და სახელთა უკვავსაყოფად მონუმენტის დადგმას აუცილებლობად მიიჩნევს.
„ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭებზე იტყვის რომ, არ დაიდაგს მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ მონუმენტი. ამ მონუმენტის დადგმას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის, მათ წინ ჰქონდათ მთელი ცხოვრება და მათ თავისი სიცოცხლე დადეს თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ორივე ხელებით მეც და ჩემი მეგობრებიც ამ საქმის გვერდით ვდგავართ", - განუცხადა „რეპორტიორს" კავსაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს სოფელ შინდისში რუსებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაასრულა. მათი სახელების უკვდავსაყოფად მიმდინარეობს მონუმენტის მშენებლობა, რომელიც უშუალოდ შეტაკების ადგილზე სოფელ შინდისში უნდა დაიდგას.
გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ პროექტს „შინდისის გმირები":
შინდისის გმირების მემორიალის ფონდი
ბანკის კოდი: LBTRGE22
საბანკო ანგარიშის ნომერი: GE89LB0115119772084000 (ლარში)
GE89LB0115119772084001 (დოლარში)