გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე მხარდაჭერას უცხადებს პროექტ „შინდისის გმირების" ფარგლებში აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცის მონუმენტის აგებას.
„მე მუხლს ვიყრი ყველა დაღუპულის წინაშე. მოზიარე ვარ ყველა იმ მშობლის მწუხარების, რომლებმაც საკუთარი შვილები შესწირეს ქვეყანას. ისინი იყვნენ შეუდრეკელი ყმაწვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან.
რაც შეეხება პროექტს - „შინდისის გმირები", ამის განხორციელება აუცილებელია ამ ბიჭების ხსოვნისათვის, რომ საზოგადოებამ, მომავლმა თაობებმა იცოდეს ვინ იყვნენ ისინი. ვფიქრობ, ამ პროექტს საზოგადობამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი. არ მეგულება ისეთი მოქალაქე, რომელიც გულშემატკივარი არ იყოს ამ პროექტის. მე პირადად, ყველანაირად ვუჭერ მხარს და მუხლს ვიდრეკ მათი ხსოვნის წინაშე", - განუცხადა „რეპორტიორს" მსახიობმა.