reportiori.ge - „პატრიოტებს პატრიოტულად უნდა ვცეთ პატივი“ - ჯანსუღ ჩარკვიანი პროექტ „შინდისის გმირებს“ მხარდაჭერას უცხადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:22
კულტურა
„პატრიოტებს პატრიოტულად უნდა ვცეთ პატივი“ - ჯანსუღ ჩარკვიანი პროექტ „შინდისის გმირებს“ მხარდაჭერას უცხადებს
27 დეკემბერი, 2014. 20:30


პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი პროექტ „შინდისის გმირებს" მხარდაჭერას უცხადებს. ჩარკვიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ჯარისკაცის სახელთა უკვდავსაყოფად მონუმენტი აუცილებლად უნდა აიგოს.


 

„პატრიოტებს პატრიოტულად უნდა ვცეთ პატივი. მათ საქართველოსთვის იბრძოლეს და სამშობლოსთვის დაიღუპნენ. რაც შეეხება პროექტს - „შინდისის გმირები"  - ძალიან კარგი პროექტია და ის აუცილებლად უნდა განხორცილედეს", - განუცხადა „რეპორტიორს" ჩარკვიანმა.

 

 


შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტი აღიმართება. ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პირადი ხარჯებით ეკლესია უკვე აშენდა. თავდაცვის სამინისტრომ მონუმენტის ჩამოსასხმელად 1 ტონა ლითონი გამოყო. ქალაქის მერიამ კი 50 000 ლარი გადარიცხა. ამ ეტაპზე საქმიანობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია. მონუმენტი 900 000 ლარი ჯდება და საჭიროა 850 000 ლარი. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ მონუმენტზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და სახელოსნოში პირველი იარუსი უკვე ამოყვანილია.






გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ პროექტს „შინდისის გმირები":




შინდისის გმირების მემორიალის ფონდი

ბანკის კოდი: LBTRGE22

საბანკო ანგარიშის ნომერი: GE89LB0115119772084000 (ლარში)

                                                   GE89LB0115119772084001 (დოლარში)

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016