reportiori.ge - რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის დადგომამდე, რომ სურვილები აგვისრულდეს- რჩევები მიხეილ ცაგარელისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 11:17
სხვადასხვა
რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის დადგომამდე, რომ სურვილები აგვისრულდეს- რჩევები მიხეილ ცაგარელისგან
ავტორი:
30 დეკემბერი, 2014. 01:13

 

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ახალი, 2015 წლის შესახვედრად საზოგადოებას რამდენიმე რჩევას აძლევს. თხის, იაპონურად კი მწვანე ცხვრის წელიწადი 19 თებერვალს დაიწყება. საახალწლო სუფრაზე სასურველია ცხენისა და თხის სკულპტურები ერთად დავდგათ, მენიუში კი რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული, მწვანე საკვები და რძის ნაწარმი შევიტანოთ.


„რეპორტიორი" ცნობილ ასტროლოგს მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა და ახალი წლის შესახვედრად რამდენიმე რიტუალიც ისწავლა. თუ რას უნდა ველოდოთ 2015 წლისგან, როგორ შევხვდეთ მომავალი წლის მთავარ სიმბოლოს, მწვანე ცხვარს (თხას) და რა რჩევები მივიღეთ, ამას მკითხველსაც ვუზიარებთ:  


„2015 წელი უკავშირდება თხას, ჩინურად, იაპონურად კი  მწვანე ცხვრის წელიწადია და იწყება 19 თებერვალს. ამ დრომდე  ჯერ ისევ ცხენის წელიწადში ვართ. თხა განეკუთვნება ხის სტიქიას. ხე უკავშირდება სიუხვეს, აყვავებას, ჰარმონიას რომანტიზმს. სწორედ ეს თვისებები წამოიწევს წინა პლანზე, თხის წელს. მოიმატებს არაორგანიზებულობა, არაპუნქტუალურობა. მომავალ წელს ადამიანებში შეიძლება მოხდეს ბოროტებისა და სიკეთის აღრევა. მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს და ადამიანმა შავი თეთრისგან გაარჩიოს.

 

თუ ცხენის წელიწადი შედარებით უფრო აღგზნებული იყო, თხა პირიქით მშვიდობიანია, არ უყვარს კონფლიქტი.

 

რაც შეეხებ ახალი წლის რიტუალს, 31 დეკემბერს საახალწლო სუფრაზე უნდა გქონდეთ როგორც თხის, ასევე ცხენის ფიგურები, ხოლო 19 თებერვალს დარჩება მხოლოდ თხის. საკვებ რაციონში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული კერძები. აუცილებლად რძის ნაწარმი.

კარგი იქნება რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანილი, რომელიც ძალიან უყვარს როგორც თხას, ისე ცხენს. თუ იქნება შვრია, მით უკეთესი. აუცილებელია პატარა ჭურჭელზე შაქრის რამდენიმე ნატეხიც განათავსოთ. სასმელებიდან პირველ რიგში უპირატესობა თეთრ ღვინოს მიანიჭეთ. სიუხვისთვის აუცილებელია გოგრა.

 

კარგია ლიმონათი, მინერალური წყალი. მისაღებია სალათები, შეგვიძლია სუფრა ეგზოტიკური ხილითაც გავალამაზოთ. ერთადერთი რაც სუფრაზე იკრძალება, ესაა: ცხენის და ცხვრის ხორცი. დანარჩენ ხორცეულზე: ძროხა, ღორი, ქათამი ნებადართულია. ამასთან, რადგან 31 დეკემბერს ჯერ კიდევ გრძელდება ცხენის წელიწადი, სასურველია, შევხვდეთ ისე როგორც შარშან, მხიარულად, ცეკვით, სიმღერით.

 

თხის ძირითადი ფერია მწვანე. შემდეგ მოდის ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, კრემისფერი, შემდგომ უპირატესობა ენიჭება ლურჯ ფერს, შეგვიძლია სამოსში შევიტანოთ წითელი ტონებიც.

 

კარგი იქნება ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე თუ ავანთებთ მწვანე, ყვითელ, ან შეიძლება წითელი ფერის სამ სანთელს და ამ სანთლებს, ალს ვთხოვთ, რომ აგვისრულდეს ის, რაც გვინდა, რომ 2015 წელს მოხდეს. ასეთი ანთებული სანთლებით შეხვდით ახალ წელს."

 


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016