reportiori.ge - მარტინ ვალზერი – რატომ კითხულობენ წიგნებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:10
კულტურა
მარტინ ვალზერი – რატომ კითხულობენ წიგნებს?
ავტორი:
06 იანვარი, 2015. 10:38



იმიტომ, რომ დიდედამ ხელი აიღო თხრობაზე, ან იმის გამო აიღო ხელი, რომ გარდაიცვალა, ან კიდევ იმის გამო, რომ სამუდამოდ მოიკალათა ტელევიზორთან. რატომ მეც სამუდამოდ არ მოვიკალათე ტელევიზორთან? იმიტომ, რომ ხანგრძლივი პასიურობა ძალიან მღლის.


პასიურობა, ანუ არაფრის კეთება, დამღლელია?! არაბუნებრივი, ხელოვნური სიტყვათშეხამება გამოგვივიდა თუ მის მიღმა რაღაც აზრი იმალება? თუკი ცნობიერება თუ სული თუ გონი (სულ ერთია, რას დავარქმევთ ჩვენს შინაგან მოუსვენრობას), თუკი ეს წარმოსახვითი რძე ჩვენი არსებისა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ წამოდუღდა, ამჟავდება.


ჩვენი ცნობიერების (თუ სულის თუ გონის) სურვილი ხომ ისაა, რომ თვითონიყოს ფილმი, რომელიც დიდხანს გრძელდება, და იგი (ეს ცნობიერება-სული-გონი), უბრალოდ, ჭკნება, იღუპება, როცა მზამზარეული, სხვისმიერ შექმნილი ფილმების ამარა რჩება. მაშასადამე, სული თუ ცნობიერება კითხვის დროს უფრო აქტიურია, ვიდრე ფილმის ყურებისას?


დიახ, ვინაიდან დაწერილი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია - იგი მკითხველმა უნდა გააცოცხლოს და ამ გზით სრულყოს ზუსტად ისევე, როგორცკომპოზიტორის სანოტო ნიშნები უნდა გაცოცხლდეს მომღერლის, პიანისტის და ა. შ. მიერ. მკითხველი უფრო მუსიკოსს უნდა შევადაროთ, ვიდრე მუსიკის მსმენელს. მკითხველს იგივე თვისებები ესაჭიროება, რაც მუსიკოსს. განათლებას როდი ვგულისხმობ. როგორ აჟღერდებოდა შუბერტის სიმღერა, თუ მას, ვინც ამ სიმღერას მღერის, ხმა და განათლება კი უწყობს ხელს, მაგრამ წარმოდგენაც არა აქვს იმ გაუსაძლისზე, რომლის წინააღმდეგაც ეს სიმღერებია დაწერილი!


ბევრი რამ კი არ სჭირდება კითხვის იმგვარად სწავლას, რომ კაფკას წაკითხვა შეძლო. ვინც ისეთ გარემოებებში ცხოვრობს, რომელი გარემოებებიც მას თავისი მდგომარეობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, ის არ კითხულობს. ვინც დარწმუნებულია, არც არაფრის შიში მაქვს, არც არაფერი დამრჩენია სანატრელიო, ის კაფკას ნამდვილად ვეღარ წაიკითხავს. ვისაც ჰგონია, რომ ძალას ფლობს, სხვებზე მაღლა დგას, პირველხარისხოვანია, წარმატებული ადამიანია, სანიმუშოა, ვინც,მაშასადამე, თავისი თავით კმაყოფილია, ის მკითხველად აღარ გამოდგება. ის ალბათ ოპერაში ივლის. ის კი, ვისაც ბევრი რამ აქვსსანატრელი და კიდევ უფრო მეტი რამის ეშინია, კითხულობს. კითხვას და წერას ერთი და იგივე საფუძველი აქვს. წერითაც იმიტომ წერენ, რომ სანატრელი აქვთ რაღაც, ან რაღაცის ეშინიათ. ანუ კითხვა და წერა ახლო ნათესავები არიან? ესენი ორი სახელია ერთი ქმედებისა, რომელიცშრომის იმ დანაწილებისა გამო, ჩვენს არსებას რომ ფლეთს, ორ, თითქოსდა ურთიერთგანსხვავებულ საქმიანობად გადაიქცა. ანუ, რაკირაღაცას ისაკლისებენ, წერენ, და რაკი რაღაცას ისაკლისებენ, კითხულობენ? თუ მკითხველს იგივე გამოცდილება არ მიუღია, რაც ავტორმამიიღო, წიგნი მისთვის არაფრისმთქმელი იქნება, ის მკვდარია მისთვის. ასეთ დროს ამბობენ, ამ წიგნს ვერაფერი გავუგეო.


წიგნი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის სურვილებსა და შიშებს ესატყვისება, წიგნი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ეტანება, არის, მაგალითად,"რობინზონ კრუზო". ყველას უნდა სადმე შორს გადაიკარგოს, ოღონდ საბოლოოდ ყოველივე კეთილად დამთავრდეს. სინამდვილე ჩვენს სურვილებს უმეტესად ვერ უპასუხებს. ის ჩვენს სურვილს, ჩვენს პრეტენზიას, ჩვენს უფლებას არად აგდებს. ამ არად ჩაგდებას, სინამდვილისმიერ ამ ჩვენს გაბიაბრუებას უპასუხებს ყოველი წიგნი. სურვილის იმ ფორმას, რომელსაც ეს პასუხი ღებულობს, გამონაგონს ეძახიან.გამონაგონში ჩვენ სინამდვილეს ვედავებით მისი უფლების გამო, გააცრუოს ჩვენი მოლოდინები. ასჯერ უნდა გავიმეოროთ, რომ წერაგამოსახვა არ არის, არსებულის გადმოხატვა არ არის, წერა გამოგონებაა და ამის მეოხებით პასუხია არსებულზე, მომხდარზე, ნამდვილზე,მაგრამ რაღაც მომხდარის გადმოცემას მას ვერა და ვერ ვუწოდებთ.



ამიტომაც წიგნის კითხვა "ცნობად მიღება" კი არ არის, არამედ პასუხია. მკითხველი უპასუხებს. ის უპასუხებს თავისი საკუთარი სურვილებითა და შიშებით. იგი მწერლის გამონაგონს თავისი გამონაგონით უპასუხებს. ამგვარად, მკითხველი აძლიერებს გამონაგონს.


ამრიგად, მხოლოდ მკითხველში ავლენს გამონაგონი თავის პოტენციურ ძალას, კრიტიკის ძალას, ნატვრის ძალას. ის წიგნიც, "ჰეფი ენდით"რომ არ მთავრდება, თავისი განწყობილებით იმას წარმოაჩენს, ბედნიერი დასასრული მერჩივნაო ასეთი წიგნი წუხილია იმ ვითარების გამო, რომელმაც უბედურ დასასრულამდე მიგვიყვანა იგი ისეთი სინამდვილის ნატვრაა, რომელიც ბედნიერ დასასრულს შესაძლებელს გახდიდა.


ერთი წიგნიც არ მეგულება, რომელშიც უბედური დასასრულის გამო სიხარული იყოს გამოხატული, რომელშიც მწერალი ბედნიერი ჩანდეს იმუბედური დასასრულით, რომლითაც მისი შეთხზული ამბავი მთავრდება ვითარებათა გამოისობით. მკითხველიც და ავტორიც ყოველ ამბავს უკეთეს დასასრულს უსურვებენ, ანუ, მათი სურვილია ამბავი უკეთ ვითარდებოდეს. თუ დიდი ნამდვილი ისტორია უკეთ წარიმართება, ცალკეულ ადამიანთა ცხოვრების უთვალავი ისტორია მხოლოდ მაშინ დამთავრდება უკეთ. ამრიგად, მკითხველი და მწერალი კვერის დამკვრელნი როდი არიან, ეს ის ხალხია, რომელიც ვერ ურიგდება არსებულ ვითარებას. რომ ურიგდებოდნენ, თავიანთი თავითაც და ყოველივეთი ირგვლივ კმაყოფილნი იქნებოდნენ, აღარც რამეს წაიკითხავდნენ და აღარც რამეს დაწერდნენ, - სულ ოპერაში ივლიდნენ.




(წყარო: lib.ge, თარგმნა: ლევან ბრეგაძემ)


 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016