reportiori.ge - საქართველოს მოსახლეობა შობას სარკმელში ანთებული სანთლით შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:38
რელიგია
საქართველოს მოსახლეობა შობას სარკმელში ანთებული სანთლით შეხვდა
ავტორი:
07 იანვარი, 2015. 12:04


 

უწმიდესისა  და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის  მთავარეპისკოპოსის, ილია II-ს კურთხევით, საქართველოს მოსახლეობა შობის დღესასწაულს სარკმელში დანთებული სანთლებით შეხვდა. 


ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულებიდან უდიდესია. მას საფუძვლად უდევს ღმერთის განკაცება, დედამიწაზე ძე-ღმერთის მოვლინება, კაცობრიობის ხსნა, რადგან ქრისტემ თავისი თავით შეცვალა ადამიანთა მოდგმა_საღმრთო სამართლის წინაშე. ძე-ღმრთისამ, თავად განიცადა კაცობრიობის სატანჯველი_მისტიკურად და რეალურად; შესაზარი წამება, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია, და რომლის აღსრულების ძალაც, მხოლოდ მას შეეძლო. მაცხოვარი თავად იყო_ ადამიანთა გონებისთვის იდეალური ხატი, რომელსაც იგი შეიგრძნობდა და შეიმეცნებდა.

 

 

ქრისტეს შობის ეპიზოდი ბეთლემში, მწყემსების გამოქვაბულში, საოცარი თავმდაბლობის საუკეთესო ნიმუშია. ყრმა საკვირველ ნათელს ჰფენდა ბეთლემის მღვიმეს. პირუტყვი მთელი ღამე არ მიჰკარებია საკვებს, რათა იგი რბილ თივას დაეცვა ზამთრის სუსხისგან. სახარება შობასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან ამბავს მოგვითხრობს: მწყემსთა და მოგვთა თაყვანისცემას, რომელზეც მოგვიანებით შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს: ქრისტეს შობა- კაცობრიობის ხსნის სიმბოლო- გასაღებია, რომელსაც ჭეშმარიტი სიხარული შემოაქვს მორწმუნეთა გულში.

მაცხოვრის შობას ქრისტიანული სამყარო_ძვ. სტილით 25 დეკემბერს, ახ. სტილით კი_7 იანვარს აღნიშნავს. კანონიკური ლიტერატურის მიხედვით, ეკლესიის მიერ ეს დღესასწაული ძველთაგანვეა დაწესებული, თავის დასაბამს იგი ჯერ კიდევ უფლის წმინდა მოციქულთა დროიდან იღებს.

ქრისტეს შობის დღესასწაულს, თავისი მრავალფეროვანი გამოვლინება გააჩნდა ხალხურ ყოფაში. ზოგად ქართულ სინამდვილეში მას ყველგან აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის_როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.



 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016