reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ „რუსთავი-2“-ს ეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დაუტოვებს, დამიჯერეთ, ეს ტელევიზია ქვეყანაში გადტრიალებას მოახდენს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:45
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ „რუსთავი-2“-ს ეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დაუტოვებს, დამიჯერეთ, ეს ტელევიზია ქვეყანაში გადტრიალებას მოახდენს!
ავტორი:
09 იანვარი, 2015. 17:46


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე სააკაშვილის ხელდასხმით დაფუძნებული იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების ნაწილის ნუსხას ასაჯაროებს, რომელთა მეშვეობითაც ნაცმოძრაობა 2015 წლის დასაწყისში ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დამკვიდრებას გეგმავს! მჟავანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ უკრაინის ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც სააკაშვილის ნაცისტური ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი ჩინოსანი იყო, უკრაინის ჯანდაცვის სისტემის განადგურებისა და განიავების ხარჯზე ნაცმოძრაობის ფაშისტური „ობშიაგი" შეავსოს და ქართული მაიდანი და უბედურება სწორედ ამ ფულით დაფინანსდეს!

 

- ბატონო ნიკოლოზ, გვინდა-არ გვინდა, ჩვენი ინტერვიუ იმ ჩხუბითა და გაწევ-გამოწევით უნდა დავიწყოთ, რომელიც პარასკევს, 26 დეკემბერს, პარლამენტში ატყდა...


- ნაციონალები ყოველნაირად ცდილობენ, მოისხან ტანჯულის მანტია და მთელ მსოფლიოს უმტკიცონ, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას ცემენ. რა თქმა უნდა, იმას არ იტყვიან, აკაკი ბობოხიძე რომ უზრდელი და ხეპრეა, რომელსაც 1991-1993 წლებში სამხედრო გადატრიალებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბობოხიძემ პარლამენტში ყველას დედა აგინა და მადლობა თქვას, რომ ცოცხალი გადარჩა! მთელმა ქვეყანამ იცის, რომ იმავე პეტრეს ცისკარიშვილმა პარლამენტში ქურდულად, მიპარვით დაჭრა კაცი, მაგრამ მას პასუხი დღემდე არ უგია, ანუ ამათი ადგილი პარლამენტში კი არა, ციხეშია! რა მაინტერესებს, იცით? ქართველი ხალხი ერთი წელი კიდევ უნდა იტანჯოს ამ ზნედაცემული ადამიანების ცქერით? რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ვნიშნავთ?

 

- კიდევ რას ემსახურება ნაცისტების მიერ აშკარად პროვოცირებული ჩხუბი თუ ჩხუბები?

 

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაციონალები 2015 წლის თებერვალში აპირებენ სერიოზული დესტაბლიზაციის მოწყობას და ამ ბრძოლაში მათი სატელიტები იქნებიან ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკელები. ნუ გეგონებათ, რომ ნაცები მარტო არიან... მათი მიზანია, ეს ხელისუფლება გამოცხადდეს პრორუსულად. ხომ ნახეთ, როგორ უკირკიტებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, გინდათ თუ არა თქვით, რომ პუტინი არის საქართველოს მტერიო! „ლილიპუტინის" ძახილმა რა შედეგიც მოგვიტანა, ვნახეთ, ხომ?!


- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალა არა აქვთ ნაცებს, ხალხს ვერ აგროვებენ, ხუთი-ექვსიათას კაცზე მეტი ვერ გამოჰყავთ ქუჩაში!

 

- გეთანხმებით, მაგრამ, სამაგიეროდ, აკონტროლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებს. აი, მე ჩამოგითვლით კიდევ რომელი არასამთავრობოები ჩამოაყალიბეს ნაცებმა ბოლო დროს.


1. „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" - დამფუძნებელი ბაჩო ახალაიას მეუღლე, წევრები: ანი ნადარეიშვილი, ტატო ლაგვილავა.


2. „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" - თამარ ბეგიაშვილი.


3. „თავისუფალი ზონა".


4. „სიმართლის თაობა" (სამართლიანი თაობა") - დირექტორი ლევან გახელაძე, დამფუძნებლები: ერეკლე კოდუა და ლაურა ღაჭავა, წევრები - ხათუნა ბერძენიშვილი, გირშელ ბართაია.


5. „დამოუკიდებელი მედიაინსტიტუტი" - დამფუძნებლები: ლაშა ბერულავა, ნათია დოლიძე, მიხეილ ხეცოიძე, გიორგი კვიტაშვილი, გიორგი ქიტიშვილი.


6. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" - გიორგი ტუღუში.


7. „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი" - თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი.


8. „ბრასი" - ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.


9. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" - ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ჭაია.


10. „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" - კარინა გრიგორიანი, ზვიად კუპრავა და კობა სიბაშვილი.


ამას დაუმატეთ ჟურნალი „ლიბერალი", „ტაბულა" და ნანუკა ჟორჟოლიანის „FRESHNEWS.GE". აღარაფერს ვამბობ „რუსთავი-2"-ზე, რომელიც პირადად სააკაშვილის ტელევიზიაა. გარდა ამისა, ნაციონალები, ამ ბოლო დროს აქტიურად ქმნიან კერძო დაცვის სამსახურებს, სადაც თავიანთ მომხრეებს აწევრიანებენ. მაგალითად, ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს „ალგანთან" დაკავშირებით, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, ნაცისტი ზონდერებისა და კუდ-ისა და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლების თავშესაფრად იქცა. ზემოხსენებულ სიაში არ არის ის საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც სააკაშვილი აფინანსებს. თებერვალში ამ სააგენტოებსაც დაქოქავენ...


- ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეც გინდოდათ, გესაუბრათ...


- დიახ, ცესკოდან სამწუხარო ინფორმაცია მაქვს! ცესკოს 9 წევრის არჩევაში მონაწილეობენ კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, ესენი როგორ დააკომპლექტებენ ცესკოს?!. საერთოდ, ნაცებს ხელისუფლების შესაცვლელად რამდენიმე გეგმა აქვთ - თუ ერთმა გეგმამ ვერ გაამართლა, მეორე გეგმაზე გადავლენ! ხოლო, თუ არჩევნებამდე მივა საქმე, არჩევნების შედეგებსაც არ გაიზიარებენ და კოჟორიძის, გიგაურისა და ლომჯარიას მიერ დანიშნული კომისიის წევრები იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას გააპიარებს „რუსთავი-2", გამოიყვანენ ხალხს და შეეცდებიან იმის გამეორებას, რაც მოხდა 2003 წელს.

 

- თქვენს მიერ დახატული სურათი ძალიან დრამატულია და რით და როგორ შეიძლება არსებული საფრთხის თავიდან აცილება?

 

- ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და გააძლიეროს ის არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება, რომელიც მიშას კლანჭებში ჯერ კიდევ არ არის მოხვედრილი. ასევე ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს სამართლიანობის აღდგენის ტემპი. „იმედი" რომ დაუბრუნდა თავის კანონიერ მფლობელს, ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, „რუსთავი-2" დღეს ეკუთვნის კანონიერ მესაკუთრეს? გეკითხებით, „რუსთავი-2" დაუბრუნეს ქიბარ ხალვაშს? თუ „რუსთავი-2"-ს, ეს ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილს დაუტოვებს და ტელეკომპანიას კანონიერ მფლობელს რა დაუბრუნებს, დამიჯერეთ, ეს ტელევიზია ქვეყანაში გადატრიალებას მოახდენს! გაიხსენეთ, ნიკა გვარამიას განცხადება - „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!" დაწყებულია უკვე ჯოჯოხეთის მოწყობა, თქვენთან ინტერვიუში ერთხელ ვთქვი, რომ ნაცები შეეცდებიან ჟურნალისტების პროვოცირებას და დაახლოებით იმ ტიპის პროტესტის დაფიქსირებას, როცა ცხონებული ზვიად გამსახურდიას აუჯანყდნენ და ტელევიზიის კიბეზე ჩამოსხდნენ თავის დროზე საქართველოს დასაქცევად. ამ პროცესის ჩანასახი უკვე სახეზეა ტელეკომპანია „მაესტროში". ჩემი ინფორმაციით, ნინო ჟიჟილაშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან ძალიან დაახლოებული პირია და თინა ხიდაშელმაც არაერთხელ გაიმეორა - „ჩვენ ტელევიზია წაგვართვესო!" რესპუბლიკური პარტია არის ნაცმოძრაობის სატელიტი და რომ არა დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკელები კოალიციიდან კარგა ხნის გასულნი იქნებოდნენ.


- უსუფაშვილი რატომ აფერხებს ამ პროცესს?


- უსუფაშვილი იმიტომ აფერხებს, რომ ჭკვიანია და იცის, ჯერ არ არის საამისო დრო. თუ გინდა, გაიგო, რას ფიქრობენ რესპუბლიკელები, ნახევარი საათით ადრე უნდა მოუსმინო ნაციონალებს! თქვენ იცით, რამდენი ფული მოიხსნება უკრაინაში კვიტაშვილის, ზღულაძისა და ადეიშვილის წყალობით?


- ვერ მიგიხვდით...

 

- ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რა ფულიც მოიხსნა ე.წ. რეფორმების შედეგად მიშას დროს ჯანდაცვიდან? ამათ თუ დააცადეს, უკრაინაში ჯანდაცვის ობიექტების გაყიდვით ნაცები იშოვიან ათჯერ უფრო მეტ ფულს, ვიდრე მოპარული აქვთ საქართველოში. აი, ეს ფული წამოვა ისევ ამათ დასაფინანსებლად და ფულს კი, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამ შეუძლია.

 

- ბატონო ნიკოლოზ, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტი პირწავარდნილი მიშარასტებით აავსო?

 

- თუ უკრაინის ხელისუფლებამ ადეიშვილი ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსად დანიშნა, ეს იქნება სერიოზული ბზარი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ მიშა ამოიყენა გვერდით, ეს უკვე იყო ჩვენი ქვეყნის უპატივცემლობა. უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნილი ხალხი რომ დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებამ მინისტრებად, უკრაინელებს არ ეწყინებათ? ძალიან საწყენია, მაგრამ თუ უკრაინის ხელისუფლება ასე გააგრძელებს, არ გამოვრიცხავ, ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ ძმობა აკავშირებთ, ჩიხში შევიდეს! დათა თუთაშხიასი არ იყოს, უკრაინაში გაქანებული ნაციონალების მინისტრებად და მინისტრის მოადგილეებად დანიშვნა ერთი კაცის ნახელავს ჰგავს.


- ვინ არის ეს „ერთი კაცი"?

 

- ეს არის დასავლეთში მოღვაწე ბნელი ძალა, გარკვეული ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ფულის საფასურად მფარველობს. ეს არის ლობისტური ჯგუფი... არაფრის გამკეთებლები ესენი უკრაინაში არ არიან... ჩვენი გვარ-ტომის ხალხის ხელით კეთდება უკრაინაში ბინძური საქმეები და არ გაგიკვირდეთ, თუ იქ ქართველი ხალხის მიმართ აგრესია გამოვლინდეს. მაგალითად, იცით თუ არა თქვენ, რომ უკრაინის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა უკვე დათხოვნილია? როგორც საქართველოში მოხდა, ამოდენა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდანაც გაუშვეს ხალხი. ამას შეიძლება მოჰყვეს სოციალური აფეთქება... სააკაშვილის მიზანია, საქართველო უკრაინის მხარდამხარ ღიად ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში და ცეცხლში გაეხვიოს მთელი ქვეყანა. თუ უკრაინელები აფხაზეთში იბრძოდნენ და გვეხმარებოდნენ, უკრაინის სახელმწიფო, ოფიციალური შეიარაღებული სტრუქტურები ამ პროცესისგან არიან დისტანცირებული. უკრაინას ამერიკა არ ეხმარება ცოცხალი ძალით და იარაღით, ევროკავშირი არ ეხმარება სამხედრო ძალით და ამ პატარა საქართველომ რა ქნას? აქ რომ რამე მოხდეს, ვინ იქნება ჩვენი პატრონი და ვინ შეიწუხებს ჩვენთვის თავს? სააკაშვილს უნდა საქართველოს გენოფონდის ამოწყვეტა! ეს ნაძირალა და ზნედაცემული კაცი მზად არის, ოღონდაც ხელისუფლებაში მობრუნდეს და თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა! ვერ ეღირსება, მიშა!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016