reportiori.ge - "გზავნილები გია ყანჩელს" - 13 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:13
კულტურა
"გზავნილები გია ყანჩელს" - 13 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართება
ავტორი:
12 იანვარი, 2015. 14:25



თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტი „გზავნილები გია ყანჩელს", 2015 წლის 13 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19:30. ღონისძიების ორგანიზატორია ივენთ-კომპანია „იდეა-ფიქსი".



2015 წელს გენიალურ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 80 წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღს უძღვნის დავით მალაზონია ახალ მუსიკალურ პროექტს. კომპოზიტორი, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა და თბილისში სულ რამდენიმე წელია, დაბრუნდა, გია ყანჩელის 12 მელოდიის ახლებურ ინტერპრეტაციაზე ბოლო ხუთი წელიწადია, მუშაობს. ის კონსულტაციებს თავად მათ ავტორთან გადის.



ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „გზავნილები გია ყანჩელს" მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, ეკრანზე ნახოს წერილები, რომლებიც გია ყანჩელს მისმა ცნობილმა მეგობრებმა მიუძღვნეს, მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, რობერტ სტურუამ, გოგი ალექსი-მესხიშვილმა, რეზო გაბრიაძემ და სხვა. გარდა ამისა, დამსწრეებს თავადაც ექნებათ საშუალება, დაუწერონ წერილი საყვარელ კომპოზიტორს.



მცირე ხნის წინ სახელოვნებო ინდუსტრია „არტ-პალასის" ხმის ჩამწერ სტუდიაში პაატა ბურჭულაძემ, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩაწერა ცნობილი სიმღერა „ცვივა თოვლის ფანტელი", დათო მალაზონიას ახლებური ინტერპრეტაციით. კონცერტში მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე, ანი კეკუა, ეთნო-ჯაზბენდი „ირიაო", სპეციალური სტუმარი გერმანიიდან, ვირტუოზი ტუბისტი კრისტოფ შვაიცერი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი.



მხარდამჭერები: თბილისის მერია და თბილისის საკრებულო.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016