reportiori.ge - ილია მეორე: გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 23:14
რელიგია
ილია მეორე: გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო
ავტორი:
12 იანვარი, 2015. 20:36


 

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II "შარლი ებდოზე" განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ღია წერილს  უგზვანის.

 

"თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ  ხალხს.

ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მით უმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

მიგვაჩნია, რომ  წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ  პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად,  რათა საზოგადოება  იყოს უფრო დაცული.

შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - ნათქვამია პატრიარქის გავრცელებულ განცხადებაში.



 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016