reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარესთან „ენგურჰესის“ კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:57
საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარესთან „ენგურჰესის“ კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია
16 იანვარი, 2015. 15:54



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზურ მხარესთან ენგურჰესის" კუთვნილებაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია.


ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ექსპლუატაცია იქნება თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რადგან "ენგურჰესის" მთელი კომპლექსი გაყოფილია გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს, კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში და თვითონ ელექტროსადგური არის გალის რაიონში. ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს თუ არ მიეწოდება ის წყალი, რაც არის განთავსებული წყალსაცავში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


ზაქარეიშვილის თქმით, ბუნებრივია, ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციაა და ვინაიდან, ეს არის საქართველოს საკუთრება, მის ექსპლუატაციას არანაირი საერთაშორისო ფორმატები არ სჭირდება.


კითხვაზე, ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა ქართული მხარე მოლაპარაკებებს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა:- არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია".


რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომპანია ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აცხადებს, რომ ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.



საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016