reportiori.ge - ელიტარული კორუფციის რეიტინგში საქართველო პირველ ათეულშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
საზოგადოება
ელიტარული კორუფციის რეიტინგში საქართველო პირველ ათეულშია
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 14:50

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „დოქტრინა ბიზნესრევიუს" კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ბოლო შვიდი წლის განმმავლობაში არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში ე.წ. უკიდურესად სახიფათო ზონაში იმყოფება. როგორც  კვლევაშია აღნიშნული, არშემდგარი სახლემწიფოების  ნუსხაში 180-მდე ქვეყანას შორის საქართველოს 55-ე ადგილი უჭირავს.  უკეთესი მდგომარეობა აქვთ მეზობელ ქვეყნებს: აზერბაიჯანს - 76-ე, რუსეთს - მე-80, თურქეთს - 86-ე და სომხეთს 105-ე ადგილები. „დოქტრინას" დირექტორის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, 2005-2012 წლებში, არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგში საქართველოს, ე.წ. უკიდურესად სახიფათო ზონაში ყოფნა, უმთავრესად, ელიტარული კორუფციით არის განპირობებული. ამავე კვლევის მიხედვით, ელიტარული კორუფციის რეიტინგში საქართველო პირველ ათეულშია. საქართველოზე უარესი მდგომარეობა - სომალის, სუდანს, სამხრეთ სუდანს, გვინეა-ბისაუს, ზიმბაბვეს, ერაყს, იემენს, კონგოსა და ჩადს აქვთ.  აღნიშნულ კვლევას საფუძვლად უდევს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ორგანიზაცია „ამერიკის მშვიდობის ფონდი"- სა და ამერიკული გამოცემა „Foreign Policy" პოლიტოლოგ-ექსეპრტების მიერ შემუშავებული შვიდწლიანი ანალიზი. როგორც ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინაში" აცხადებენ, აღნიშნული მონაცემები სავალალო და დამაფიქრებელია.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016