რელიგია
პატრიარქის ნათლული 1036 ჩვილი გახდა
19 იანვარი, 2015. 21:31
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შვილთა 38-ე ნათლობა დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნათლული კიდევ 1036 ჩვილი გახდა.
ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდა. უწმინდესმა სამებაში შეკრებილთ მცირე ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია.
კათოლიკოს-პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.
დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07