reportiori.ge - მიტროპოლიტი თადეოზი სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
"რეპორტიორის" თვალით...
მიტროპოლიტი თადეოზი სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
ავტორი:
22 იანვარი, 2015. 19:11


 

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში მარაბდელი მიტროპოლიტი, თადეოზ იორამაშვილი დღეს დაკრძალეს.  მიტროპოლიტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა.



მიტროპოლიტ თადეოზის ცხედარი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 20 იანვარს დაასვენეს და ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა პანაშვიდები.



მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი 20 იანვარს, გამთენიისას, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პირველი მღვდელმთავარია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისი ინტრონიზაციის შემდეგ მღვდელმთავრად გამოარჩია და 1978 წლის 2 აგვისტოს აკურთხა. 2013 წელს კი, წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი თადეოზი ტიტულოვანი მღვდელმთავარი გახდა და მას მარაბდელი მიტროპოლიტი ეწოდა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016