reportiori.ge - „საერთო გაზეთი“: 2015 წელი დაიწყო და დაიწყო ძალიან ცუდად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 20:36
პრეს-დაიჯესტი
„საერთო გაზეთი“: 2015 წელი დაიწყო და დაიწყო ძალიან ცუდად
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 19:51


რა თქმა უნდა, საფრანგეთში დატრიალებულ დიდ ტრაგედიას ვგულისხმობ, რომლის მასშტაბები, ცხადია, ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს სცილდება და მთელ მსოფლიოს, მათ შორის, იმ მსოფლიოს შემადგენელ ნაწილს, საქართველოსაც ეხება.


„ნაციონალებმა" და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა „ნაციონალმა" საინფორმაციო საშუალებებმა იმწამსვე გაავლეს პარალელები ამ ტრაგედიასა და საქართველოში 17 მაისს მომხდარ ამბავს შორის და ერთი სასულიერო პირის ხელში შემთხვევით აღმოჩენილი მრისხანე „იარაღი" „ტაბურეტკა" ლამის ავტომატად წარმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერზე წავა, რომ საქართველოში იგივე ტრაგედია დატრიალდეს, რაც საფრანგეთში მოხდა.


- საქართველოს მტერი სააკაშვილიაო, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აბსოლუტური სიმართლე თქვა, ოღონდ ამ სიმართლეს აქვს სხვა გაგრძელებაც, რომელიც ჯერ არ თქმულა.


თუ სააკაშვილი საქართველოს მტერია, საქართველოს მტრები არიან „ნაცმოძრაობის" ის წევრებიც, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ საქართველოს მტრის, სააკაშვილის, ბრძანებებს.


ეს ელემენტარული ლოგიკაა, თუმცა, ამ ელემენტარულ ლოგიკას ხშირად არ ითვალისწინებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და „ნაციონალებს" ისე ფართოდ უღებს კარებს სხვადასხვა სტრუქტურებში, თითქოს მხოლოდ სააკაშვილი იყო მტერი, ესენი კი ქვეყნის მოყვრები და გულდათუთქული ჭირისუფლები არიან.


დიდ შეცდომას უშვებთ თქვენ, ძვირფასო ხელისუფლებავ, ძალიან დიდ შეცდომას, რომელიც საბედისწეროდ შეიძლება შემოგიტრიალდეთ თქვენც და მთელ ქვეყანასაც.


„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა"-ო, ხომ გაგიგონიათ?


ეს ნაციონალური ყორნები, რაც უნდა ხეხოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაკურთხი ქვიშით, ძალიანაც რომ მოინდომონ და ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაინც არ, უფრო სწორად, ვერ გათეთრდებიან, რადგან ისინი ყველა ძარღვით და ყველა უჯრედით სამუდამოდ არიან მიერთებულნი იმ დანაშაულებრივ სისტემას, რომელზეც „ნაცმოძრაობაა" აგებული.


ისე, როგორც არ არსებობს ყოფილი კაგებეშნიკი, ასევე არ არსებობს ყოფილი „ნაციონალი".


ეს ერთი სისტემაა, ერთი პროექტია...


კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მეხუთე კოლონად შეპარული „ნაცმოძრაობის" წევრები საჭირო დროს და საჭირო მომენტში აუცილებლად შეეცდებიან სიტუაციის შიგნიდან აფეთქებას.


თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ისინი ახლაც ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში.


ერთი შეხედვით პარადოქსია, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ როგორც ამბობენ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მაინცდამაინც დიდად არ უყვართ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეუპოვრად ებრძოდნენ „ნაცმოძრაობის" კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმს, სამაგიეროდ, „ნაციონალური" სტაჟის მქონე პირებს გზა ხსნილი აქვთ.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთმა წარმომადგენელმა ასეთი რამ განაცხადა: - „ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერს, რომელმაც მხოლოდ დროშის ფრიალი იცის, რა თქმა უნდა, პროფესიონალი „ნაციონალი" მირჩევნიაო.


გირჩევნია და გერჩივნოს, პატივცემულო, მაგრამ ის პროფესიონალი „ნაციონალი" ერთ მშვენიერ დღეს პროფესიონალურად რომ ჩაგარტყამს ზურგში დანას, ამაზე თუ გიფიქრია?


მსოფლიოში შექმნილი უაღრესად კრიტიკული და კრიზისული მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ 2015 წელი, ეს იქნება უმძიმესი გამოცდის წელი ქართული სახელმწიფოსთვის და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვისაც.


ამ სიტუაციაში, ალბათ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ შენარჩუნდეს მჭიდრო კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ამისთვის კი უპირველესი წინაპირობაა, არსებობდეს ერთიანობა, ერთი ხედვა თვითონ ხელისუფლების შიგნით.


მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ფაქტობრივად, გაემიჯნა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა, მაშინ, როდესაც არსებობს საშიშროება, ქვეყნის პრეზიდენტი „ენჯეოების" და ოპოზიციურად განწყობილი ძალების პრეზიდენტად იქცეს, ძნელია ილაპარაკო ერთიანობაზე და არ იფიქრო იმ შედეგებზე, რომლებიც ამ პროცესების განვითარებასა და გაღრმავებას შეიძლება მოჰყვეს.


ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბატონი პრეზიდენტი დიდი ღალატისთვის ემზადება და მასთან ერთად ღალატისთვის ემზადება კოალიცია „ქართული ოცნების" ზოგიერთი სუბიექტიც.


ღმერთმა ქნას, რომ მე რაღაც მელანდებოდეს და მეჩვენებოდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ამან შეიძლება ქვეყანა დიდი საშიშროების წინაშე დააყენოს.


ერთადერთი გზა ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად და მის აღსაკვეთად იმ პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და მონოლითურ ძალად ქცევაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჰქვია და რომელიც თავის დროზე ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.


უფრო მეტსაც ვიტყვი - ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო, ანუ დავბრუნდეთ 2011 წლის ოქტომბერში და იქიდან წამოვიდეთ აქეთ, აწმყოსა და მომავლისკენ, ოღონდ წამოვიდეთ იმ პოლიტიკური პარაზიტების გარეშე, რომლებიც სხვის რეიტინგზე, სხვის პოლიტიკურ დივიდენდებზე გასუქდნენ, გალაღდნენ, ახლა კი ღალატისკენ გაურბით თვალი.


ვფიქრობ, ყოველმხრივ საუკეთესო, ყოველმხრივ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო") თავკაცად კვლავ ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინება.


შეიძლება, ზედმეტად რომანტიკულ ოცნებას ჰგავს ის, რაც ახლა ვთქვი, თუმცა, როგორც იტყვიან, ოცნებას კაცი არ მოუკლავს...


P. S. გაზეთი დასაბეჭდად უკვე მზად იყო, როცა იური ვაზაგაშვილის შემზარავი მკვლელობის ამბავმა მთელი საქართველო შეძრა.


ჯერჯერობით არავინ იცის, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს საშინელი დანაშაული, თუმცა ერთი რამ უდავოა - ვაზაგაშვილის ოჯახის ტრაგედიის ავტორი „ნაცმოძრაობაა", ისე როგორც ისაა ავტორი სხვა არაერთი ქართული ოჯახის ტრაგედიებისა.


ქუჩაში ჩაცხრილულ შვილს მის საფლავზე მისული მამა ზედ დააკლეს.


ასეთი რამ არ მსმენია...


ეს არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა, ეს უფრო სატანურ რიტუალს ჰგავს, სასტიკ, ცინიკურ რიტუალს, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების და საზოგადოების გაფრთხილება და გამოწვევაა.



ვახტანგ ხარჩილავა

 

„საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016