reportiori.ge - ნინო ჯღარკავა: „შესაძლოა, ვაზაგაშვილის ის „საიდუმლო" მოწმე ფუთურიძე ყოფილიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:59
პრეს-დაიჯესტი
ნინო ჯღარკავა: „შესაძლოა, ვაზაგაშვილის ის „საიდუმლო" მოწმე ფუთურიძე ყოფილიყო
ავტორი:
25 იანვარი, 2015. 15:56



 

2013 წლის თებერვლის თვეში საზოგადოებამ პირველად იხილა იმ სპეცოპერაციის შემდგომ გადაღებული კადრები, რომლის დროსაც  ზურა ვაზაგიშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი   მოკლეს. "ობიექტივის" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ მაშინ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში, პირველად და ექსკლუზიურად იმ კადრების 11 წუთიანი მასალა აჩვენა, რომელსაც 6 წელი ითხოვდნენ მოკლულის ადვოკატები და ოჯახის წევრები, თუმცა უშედეგოდ.


"აიპრესი"  ამ საქმის დეტალებზე  ნინო ჯღარკავას ესაუბრა.


-2013 წლის  თებერვალი იყო, როდესაც  ჩემთან პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გამომძიებელი გრიშა კვინიკაძე  მოვიდა, რადგან იმ დროს მე ვმუშაობდი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე. ჯერ არ იყვნენ ის ადამიანები დაკავებულები და კვინიკაძე იყო ის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც  თამაზაშვილის საქმეში თანამონაწილედ მოაზრებოდა.  კვინიკაძეს  ბოდიშის მოხდა უნდოდა თამაზაშვილთან დაკავშირებით და იმის თქმა პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა სინამდვილეში.  შეთანხმება იყო, რომ მეორე დღეს მე კვინიკაძე უნდა მომეწვია გადაცემაში, საჯაროდ მოეხადა ბოდიში და საჯაროდ მოეყოლა ეს ფაქტები, აი ეს იყო ჩაფიქრებული. კვინიკაძემ როგორც კი დაიწყო თამაზაშვილის საქმეზე საუბარი, თვითონ რა როლში იყო, როგორ იყო, რა წვლილი მიუძღვოდა, ამასობაში გადახტა და დაიწყო ვაზაგაშვილის საქმეზე მოყოლა.  თამაზაშვილის საქმეშიც ის გვარები ფიგურირებდა, რომელიც ვაზაგაშვილის საქმეზეც იყვნენო. ჩამოთვალა ყველა და თქვა, რომ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო ირაკლი ფირცხალავა, დანარჩენი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გვარები და შემდეგ ეს სპეცოპერაცია მოახდინა სპეცრაზმმაო. მე მაშინ კითხვა არ დამისვამს, ის თავისდაუნებურად გადავიდა ვაზაგაშვილის თემაზე.


_ საიდან გაირკვა, რომ არსებობდა ის ვიდეომასალა, რომელიც პირდაპირ ეთერში გავიდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო პროკურატურისთვის?


_ გრიშა კვინიკაძემ  რატომღაც უკან დაიხია, გადაცემაში ვერ გამოვალო, არ ვიცი შეეშინდა თუ რა იყო.  მითხრა,  გადაცემაში ვერ დავჯდები, მაგრამ მე შენ მოგაწვდი ისეთ მასალას, რომელიც არავის აქვს და დარწმუნებული ვარ, გამოგადგებაო. ეს იყო საღამოს სადღაც 10 თუ 11 საათი. მაშინვე გავყევი სახლში, მომცა დისკი. ეს დისკი იმ საღამოსვე გავშიფრე, აღმოჩნდა რომ იყო 41 წუთიანი, კრიმინალისტების გადაღებული მთელი მასალა, დაცხრილვის შემდგომ. იარაღების ამოღებით, მიცვალებულის გვამებით, ყველაფერი აბსოლუტურად, ეს 41 წუთი იყო საშინელება რასაც ვუყურე. იმ ღამესვე დავურეკე  იური ვაზაგაშვილს, გაგა მოსიაშვილსა მერაბ ჩიქოვანს, ადვოკატებს და ისინიც სასწრაფოდ მოვიდნენ, მთხოვეს, რომ მაშინვე მიმეცა ეს დისკი მათთვის, 6 წელი ვითხოვდით ამ მასალას, რომელიც  პოლიციელების გადაღებული იყო და რომელიც საქმეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს საქმეში არ ჩადესო. ამას ითხოვდნენ 6 წელი ადვიკატები,  მოგვეცით ეს მასალაო, ეს ხომ ოფიციალური ვერსია იყო და ეს უნდა ყოფილიყო წესით  საქმეში, მაგრამ  გამქრალი იყო.  კვინიკაძე იმ დროს იყო პოლიციის თანამშრომელიიყო, რომელიც იმყოფებოდა კიდევაც იმ სპეცოპერაციაზე და შემდგომ იყო გამომძიებელი ამ საქმის. მან ეს ჩანაწერები სახლში წამოიღო. გადააკოპირა თუ ორიგინალი ვერსი იყო, ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ საქმეში ეს მასალა არ იყო. ადვოკატებს ყოველ შემთხვევაში არავინ არ აჩვენა 6 წლის მანძილზე. ამითი ბევრი რამე ირკვეოდა, საიდან იყო ნასროლი, როგორ იყო მანქანა, მთელი იყო უკან და საქარე მინა არსებობდა და ეს ყველაფერი იმდენად თვალნათლივ ჩანდა, რომ ადვოკატებმა მითხრეს,  ახლავე მოგვეცი ჩანაწერებიო. მაგრამ მე ვუთხარი, სანამ ეს მასალა არ გავა ეთერში ვერ მოგცემთ ამ მასალას. მეორე დღეს პირდაპირ ეთერში გავიდა ეს მასალა, ორივე ადვოკატი ეთერში ჩემთან ერთად იყო. ამ გადაცემის დასრულების შემდგომვე,  შუა გადაცემაში, პირდაპირ ეთერში ჩემთან შემოვიდა მაესტრო და დიდი რეზონანსი გამოიწვია, იქვე ჩაწერეს ინტერვიუ, ეს მასალები მთხოვეს და მივეცი რაღაც ნაწილი.


_ როგორც ვიცი, გადაცემის სრული ვერსია მაშინვე წაიღო პროკურატურამ.


_ გადაცემის დამთავრებისთანავე დამიკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი. მოვიდნენ ჩემთან და ის ორიგინალი ჩანაწერი გამომართვეს, რომ დადასტურებულიყო მისი ნამდვილობა. ამიტომ მე ეს მთელი მასალა, პროკურატურას მივაწოდე. ის ჩანაწერებიც, სადაც კვინიკაძე თამაზაშვილზე საუბრობდა, ყველაფერი წავიდა პროკურატურაში. მეორე დღეს ვიცი, რომ დაუკავშირდნენ კვინიკაძეს, რადგან მე დამირეკეს და მთხოვეს მისი ტელეფონის ნომერი, დაკითხვაზე დაიბარეს კვინიკაძე, ასევე ფუთურიძე, რომელიც გადარჩა მანქანაში დაცრხილვის დროს. მაშინ ფუთურიძემ სხვა ჩვენება მისცა. მე მსურდა მიმეწვია გადაცემაში ფუთურიძე, თუმცა პროკურატურამ მთხოვა, რომ არ გამეკეთებინა ეს, რათა არ შემეშალა ხელი გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგანაც გამოძიება სხვა კუთხით წავიდა. ახლიდან დაიწყო გამოძიება და ამიტომ მე ხელი აღარ შევუშალე და ფუთურიძის ნახვა აღარც მომინდომებია.


_ მას შემდეგ კვინიკაძესთან ან ფუთურიძესთან რაიმე შეხების წერტილი გქონდათ?


_ რამდენიმე თვის შემდეგ, კვინიკაძე საერთოდ საქართველოდან წავიდა, პოლიტლტოლვილად ჩაბარდა რომელიღაც ქვეყანას, როგორც მითხრეს. როგორც ვიცი, ახლა აკეთებდა მეორე არხი ფილმს გამოძიებაზე. ორი დღის წინ მე დამიკავშირდნენ და მკითხეს თუ შეიძლებოდა გამოეყენებინათ ჩემი კადრები, რა თქმა უნდა დავთანხმდი, და ასევე მკითხეს თუ როგორ შეიძლებოდა კვინიკაძესთან დაკავშირება, ჩემი მეშვეობით თუ მოხერხდებოდა. მე ვუთხარი, რომ მე ეხლა არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან.  აღმოჩნდა, რომ კიდევ ვიღაც „საიდუმლო" მოწმეზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ფუთურიძე, რომელიც გადარჩა სპეცოპერაციის დროს.


_ გაქვს რამე ვერსია, რის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ტრაგიკული შემთხვევა?


_  მე მაინც არ ვუკავშირებ, იმას, რომ რაღაც კიდევ ახალი გარემოება აღმოჩნდა და ამის გამო მოხდა ვაზაგაშვილის მკვლელობა. გამორიცხულია იმიტომ, რომ ეს გარემოება ორი წლის წინ 2013 წლის თებერვალში ნამდვილად პირდაპირ ეთერში გავახმაურე და მთელმა საქართველომ ნახა.  ერთი კვირის წინ, მათ პრესკონფერენცია გამართეს და აჩვენეს ჩემი კადრები, როგორც ვითომ ექსკლუზიური,  რაც გავაპროტესტე კიდეც. ამაზე ნამდვილად მომიხადეს ბოდიში ადვოკატებმა და რეპორტიორმაც გააკეთა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ კადრები, რომელიც მათ ახლა  აჩვენეს, ჩემი მოპოვებული იყო.


_ იური ვაზაგაშვილი ხომ არ დაგკავშირებია მას შემდეგ და ხომ არ უთქვამს, რომ რაიმე პრობლემები ჰქონდა?


_ მე ვიცი, რომ როდესაც პრესკონფერენციას ატარებდნენ ახლახანს, მაშინ იური ვაზაგაშვილმა თავად უთხრა ადვოკატებს, რომ დამკავშირებოდნენ და ჩემთან ერთად გაეკეთებინათ ეს პრესკონფერენცია. იქვე აღნიშნეს ადვოკატებმა, რომ ვერ დამიკავშირდნენ.


_ ნინო, ის ვიდეოჩანაწერები, რომელიც მაშინ აჩვენე საზოგადოებას, საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები იყო,  რომ საქმე მისულიყო გახსნამდე, როგორ ფიქრობ,  ამდენი ხანი რატომ გაიწელა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა?


_ საქმე არ გაჩერებულა, უბრალოდ ნელი პროცესით მიდიოდა, არა მგონია რომ რაღაცა შეფერხება ყოფილიყო. სამი თვის წინ მე დამიკავშირდა პროკურორი და მთხოვა მივსულიყავი, თუმცა შემდეგ ხელახლა დამირეკა და მითხრა, რომ რადგანაც იყო ეს ჩანაწერები, აღარ იყო ჩემი მისვლა საჭირო. მე არ ვთვლი, რომ რამე შეფერხება იყო, ურალოდ ძალიან ნელი ტემპებით მიდიოდა.


მერე იური ვაზაგაშვილი ასახელებდა სხვადასხვა გვარებს, ჯერ ასახელებდა ფირცხალავას, შემდგომ უკვე დალაქიშვილს. მე დალაქიშვილსაც ვესაუბრე ამ თემაზე სხვათაშორის, სანამ  სამმართველოს უფროსი იყო. სწორედ ამ საქმის გამო გადადგა თანამდებობიდან, თავად თქვა ეს. მითხრა, ჩემი ოჯახი ძალიან ცუდ დღეშია, როცა უყურებს ამ გადაცემებს, ამიტომ გადავდგები რომ გამოძიება ჩატარდეს და სწორად წავიდეს ყველაფერიო, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. გიგი დალაქიშვილმა თავად მითხრა, ნამდვილად ვიმყოფებოდი სპეცოპერაციაზე, რადგანაც იქ კრიმინალური პოლიციის მთელი შემადგენლობა ვიყავითო, მაგრამ სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმაო, და როდესაც სპეცრაზმი ატარებს სპეცოპერაციას, არცერთ პოლიციელს არ გვაქვს თვითნებული ქმედების უფლება, ამიტომ  პოლიციის არცერთ თანამშრომელს იქ იარაღი არ გაუსვრიაო. მას ჩვენება მიცემული აქვს პროკურატურაში, თავადვე მითხრა, რომ რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მივალ დაკითხვაზეო. სხვა გვარებსაც ახსენებდა ვაზაგაშვილი, მირზოევს, რომელთანაც არც მიცდია დაკავშირება.


_ პრემიერი აცხადებს, რომ შოკშია, ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არის ქვეყნის ღირსების საქმე და რას ფიქრობ შენ? გეკითხები, როგორც ჟურნალისტს, როგორც ამ საქმეზე მომუშავე ადამიანს. თუ ეს საქმეც გაიწელა დიდხანს და შემოიდო თაროზე, რა მოყვება ამ ყველაფერს?


_ ეს საქმე  სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, რამდენიმე დღეში. ყველამ კარგად იცის, მკვლელობა იხსნება ცხელ კვალზე, შემდგომ შეიძლება ეს წლები გაუხსნელი დარჩეს.  ეს არის ხელისუფლების პრესტიჟის საქმე. მე მოგეხსენებათ,  ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მე პირადად გავალ და დავდგები ქუჩაში. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლების პრესტიჟის და გადარჩენის საქმე, რადგან იური ვაზაგაშვილი შეეწირა მთელი ამ წლების განმავლობაში, საკუთარი შვილის დანაშაულის გახსნას და სამართლიანობის აღდგენას. მე მჯერა პრემიერის სიტყვისაც, ვიცე პრემიერის სიტყვისაც და მჯერა ამ წუთში პროკურატურისაც, რომ სასწრაფოდ გაიხსნება ეს საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ გველოდება რაღაც სურპრიზები.  ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანების მოკლულია იური ვაზაგაშვილი, ვინც სპეცოპერაცია ჩაატარა კორტებთან. თუ ვინმეს არ აწყობდა მისი სიკვდილი, იყვნენ ისინი. ეს სულ სხვა ჩანაფიქრია და აუცილებლად უნდა გაიხსნას. არავითარი ვაცადოთ რამდენიმე თვე, ოპერატიულად, რამდენიმე დღეში უნდა გაიხსნას ეს საქმე.



წყარო: http://ipress.ge/


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016