reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:30
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 20:42



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პროცესებს ასახავს. როგორც ქადაგიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წევრებთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,  "ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა".



"
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოწვევები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის გაზრდილი. ეს განსაკუთრებით აისახა მეოთხე კვარტალში, როცა თითქმის ყველა შემოდინება შემცირდა - იქნება ეს ექსპორტი, გზავნილები, ტურიზმი და .. ამან ლარზე ასახვა ჰპოვა. ლარის გაცვლითი კურსი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. პროცესები, რაც მეოთხე კვარტალში ცალსახად გამოიკვეთა, ლარის გაცვლით კურსზე აისახა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ. კერძოდ ის, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია, დღევანდელი მდგომარეობით, ფასების საერთო დონის მატებას ადგილი არ აქვს. მათ შორის იმიტომ, რომ მოქმედებს ისეთი პოზიტიური ფაქტორები, როგორიცაა ნავთობსა და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე მსოფლიო ფასების კლება, ასევე მოგეხსენებათ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში ლარი გაუფასურებული არ არის. ამიტომ, ეს ორი ფაქტორი ერთდროულად პოზიტიურ გავლენას ახდენს და ჯამურად, ინფლაციის საერთო დონე, ფასების საერთო დონე დღევანდელი მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები იზრდება და ფასების მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გაგრძელების შესახებ 11 თებერვალს იქნება მიღებული, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება", - განაცხადა ქადაგიძემ.







(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016