reportiori.ge - ნინიკო ჩხეიძე 95 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:22
კულტურა
ნინიკო ჩხეიძე 95 წლის გახდა
27 იანვარი, 2015. 11:53


 

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნინიკო ჩხეიძე 95 წლის გახდა. მას ყველა იცნობს არა მხოლოდ როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. ის ათეული წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

ნინიკო ჩხეიძე გამორჩეული მსახიობია ქართულ თეატრში, - სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინიკო ჩხეიძის როლებში განუყოფლადაა შერწყმული არტისტისა და ლიტერატურული გმირის თვისებები. არ ბაძავდა არავის, მან აირჩია თავისი გზა; არც იმით უსარგებლია, რომ უშანგი ჩხეიძის და იყო, თუმცა კი ყველასგან განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა, როცა გაიგებდნენ, რომ უშანგის და იყო!



მან მარჯანიშვილის თეატრში 46 წელი იმუშავა. უკვე 25 წელია თეატრის სცენაზე ფეხი არ დაუდგამს. ბოლოს ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში" ითამაშა მეზობლის როლი. მას შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში როლი აღარ მიუღია.



თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, წერა უფრო აქტიურად დაიწყო, ორი წიგნი გამოუშვა და ახლა მესამეზე მუშაობს, რომელიც მემუარებივით იქნება და მასში მსახიობის საინტერესო თავგადასავლები, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები და სამსახიობო კარიერის განსაკუთრებული მოვლენები იქნება აღწერილი.


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016