reportiori.ge - ლევან თარხნიშვილი: ბოთლებისა და ქვების სროლა პროტესტის გამოხატვა არ არის, ეს უფრო ხულიგნობას გავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:41
პოლიტიკა
ლევან თარხნიშვილი: ბოთლებისა და ქვების სროლა პროტესტის გამოხატვა არ არის, ეს უფრო ხულიგნობას გავს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 17:04

ზუგდიდში სიტუაცია დაწყნარდა, პრაიმერი წყნარ გარემოში მიმდინარეობს. სამოქალაქო განვითარების სააგენტო  „სიდას" ხელმძღვანელი და სოციოლოგი ლევან თარხნიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს რომ ზუგდიდიში, შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეტრის წინ განვითარებული მოვლენები უკვე ჩაწყნარდა და  პრაიმერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა იგი შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით და ხულიგნობის მუხლით საქმის აღძვრას მოითხოვს. ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ მე ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ ვუწოდებ საპროტესტო აქციას. ეს უფრო ხულიგნობას გავდა.  არ მინახავს სხვა აქციზე ჯოხებით, ბოთლების ან ქვების სროლით გამოეხატათ პროტესტი. ეს არის ჩვენი უფლებების ხელყოფა. წინასაარჩევნო პროცესი არასამართლიანად მიმდინარეობს. ყველას კარგად გვახსოვს ის თუ რა მოხდა თებერვალში, როდესაც პრეზიდენტი არ შეუშვეს საჯარო ბიბლიოთეკაში, კარგად გვახსოვს 17 მაისი.  ეს არის ზეწოლა.  ძალის გამოყენება ვითომ აქტივისტების მხრიდან.  ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის დაუსჯელობის სინდრომი რომელიც არსებობს. მაგრამ კარგია ის რომ, მიუხედავად იმ ინციდენტებისა რომელიც ხდებოდა და  პოლიციის დაგვიანებული რეაგირებისა, პრაიმერის შეხვედრა შედგა და ის მიმდინარეობს. შესაბამისად ეს შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს. „-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016