წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა წირვა კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.
„შიში ღვთისა არის საწყისი სიბრძნისა. აი, ეს შიში ღვთისა უნდა ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას და უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, აზროვნება იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასაწაულს, წმინდა ნინოს დღესასაწაულს, განსაკუთრებით ვულოცავ იმ ადამიანებს, რომელნიც ატარებენ წმინდა ნინოს სახელს",- განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.
ილია მეორემ წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ამავე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები დააჯილდოვა.
ნინოობას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 27 იანვარს, წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)