საერთაშორისო ფონდ Heritage Foundation-ის შეფასებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზე 178 ქვეყანას შორის დასახელდა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 0,4 პუნქტით გაიზარდა და 73,0 ქულით არის შეფასებული.
საქართველოს ერთიანი მაჩვენებლის ზრდა, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარული თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რამაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.
საქართველო "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფშია. ამასთან, ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით მე-11 ადგილს იკავებს.
Heritage Foundation-ის შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ინდექსი 2,6 პუნქტით გაიზარდა, 5 ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესების შედეგად,
წინსვლა დაფიქსირდა ბიზნესის თავისუფლების, კორუფციისგან გათავისუფლების, მთავრობის მიერ ხარჯების კონტროლის, მონეტარული და საინვესტიციო თავისუფლების მხრივ.