reportiori.ge - დღეს თენგიზ აბულაძე 91 წლის გახდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:54
კულტურა
დღეს თენგიზ აბულაძე 91 წლის გახდებოდა
31 იანვარი, 2015. 11:28



ცნობილი კინორეჟისორი თენგიზ ევგენის ძე აბულაძე 1924 წლის 31 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1943-46 წწ. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი დიმიტრი არაყიშვილი".



თენგიზ აბულაძემ კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: ჩვენი სასახლე" (1953), ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი მაგდანას ლურჯა" (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით; მთავარი პრიზი ოქროს პალმის შტო" კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე, ორივე 1956).



მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმია სხვისი შვილები" (1958 წ; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958 წ; ფინეთის ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959 წ; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია ვერცხლის ნეადა" პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960 წ; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1965 წ).


1962 წელს გადაიღო მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ნ. დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით; I ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964).


1967 წ. აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი ვედრება" (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით; მთავარი პრემია გრან-პრი სანრემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974).


1976 წელს შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, ჟიურის სპეციალური პრიზი ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977 წ; პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978 წ; პრემია დონატელოს დავითი" იტალიაში საერთაშორისო კინოკონკურსზე, 1979 წ; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1979 წ; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).


ტრილოგიის ბოლო ფილმია მონანიება" (1984 წ, კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია ფიპრესი", პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987 წ; კინემატოგრაფისტთა ეროვნულ ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988 წ).


1988 წელს ტრილოგიისათვის აბულაძეს მიენიჭა ლენინური პრემია.



სხვა ფილმები: სვანური ჩანახატები" (1965წ), სამკაული სატრფოსათვის" (1971წ), მუზეუმი ღია ცის ქვეშ" (დაღესტანი", ტელეფილმი 1972წ).



აბულაძის შემოქმედება ქართული და მსოფლიო კინოკლასიკის განუყოფელი ნაწილია. 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იგი იყო კინოსტუდია ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1994წ). საქართველოს (1967წ) და სსრკ (1980წ) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979წ), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972წ).



თენგიზ აბულაძე 1994 წლის 6 მარტს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016