reportiori.ge - დღეს ვალერიან გაფრინდაშვილის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:54
კულტურა
დღეს ვალერიან გაფრინდაშვილის გარდაცვალების დღეა
31 იანვარი, 2015. 11:31



პოეტი ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1889 წლის 2 იანვარს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1914).



პოეტი ცისფერყანწელების" ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალ მეოცნებე ნიამორებს" (1919-1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.



ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ მეგობარში". მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული.



20-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო მიწასთან დაბრუნების" ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები.



ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები.



რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები.



თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: ლექსები" (1926),ლექსები" (1937),რჩეული" (1956), ხოლო 1990 - კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.



ვალერიან გაფრინდაშვილი 1941წლის 31 იანვარს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016