რუსთაველის ძეგლთან ხალხმრავლობაა. „პატრიოტთა ალიანსის" და „წინააღმდეგობის მოძრაობის" დაანონსებულ აქციაზე მოქალაქეები ერთი საათით ადრე მივიდნენ. პირა-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა facebook-ზე წერს:
„როგორ უნდა გაამწარო ხალხი ისე,რომ ერთი საათით ადრე უკვე ამდენი შეგროვდეს?" - წერს მოროშკინა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება ტერორიზმის, ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ.
„ამბობენ, რომ არ უნდა გაიმართოს აქციები, რადგან ეს პოლიტიკურ ვაჭრობად გადაიქცევა. არაა სწორი ეს. როცა ასეთი რამეები ხდება ქვეყანაში, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და საჯაროდ უნდა გააპროტესტოს ეს ამბავი",- განაცხადა რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილმა 31 იანვრის აქციაზე საუბრისას.
აქციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.