reportiori.ge - „ლადო ათანელი, მოგონებები ნოველებად“- ქართველი ბარიტონის შესახებ წიგნი გამოიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:08
კულტურა
„ლადო ათანელი, მოგონებები ნოველებად“- ქართველი ბარიტონის შესახებ წიგნი გამოიცა
ავტორი:
02 თებერვალი, 2015. 20:54


 

„ლადო ათანელი,  მოგონებები ნოველებად" - მანანა ჩიქოვანი-ათანელის ავტორობით „პლანეტის ერთ-ერთი ჰეროიკული, მრგვალი, მეტად ლამაზი, ხავერდოვანი ბარიტონის" შემოქმედებისა და კარიერული აღმასვლის შესახებ წიგნი გამოიცა.


წიგნში ლადო ათანელის მეგობრები და  კოლეგები მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქართველი ოპერის  მომღერლის ცხოვრებისეულ დეტალებს აღწერენ. მოგონებების ავტორი, რომელიც ნოველების სახით არის წარმოდგენილი გივი სიხარულიძეა.

 

„ლადო ათანელი წარმოუდგენელი ძალის მქონე ბარიტონია, რომლის ხმის სიმები ალბათ ისე გამოიყურება, როგორც არნოლდ შვარცენეგერის მუსკულატურა",- ახასიათებენ მეგობრები ათანელს.


„ბედნიერი ვარ, განგების ძალით, ლადო ათანელის გვერდით ვიმყოფები და შესაძლებლობა მაქვს, ფოტოებსა და ვიდეოზე აღვბეჭდო, მომავალ თაობებს შემოვუნახო ლადოს განუმეორებელი შემოქმედება",- წერს იდეისა და პროექტის ავტორი მანანა ჩიქოვანი-ათანელი.

 

ლადო ათანელის მიერ ოსტატურად გადმოცემული ცალკეული ეპიზოდებითა და მოგონებებით მომღერალი წარმოჩინდება როგორც თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი, დიდი პატრიოტი, იუმორით აღსავსე, სხარტი გონებისა და მოყვასის სიყვარულით გულგამთბარი ადამიანი- არაჩვეულებრივი სამყაროს შემოქმედი, რომელიც ასე იზიდავს ყველას უშუალობით, ორიგინალურობითა და განუზომელი პიროვნული ხიბლით.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016