1809 წლის 3 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ფელიქს მენდელსონის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით facebook-ის მომხმარებელი თეა ფირცხალავა წერს:
„1809 წლის 3 თებერვალს დაბადებულა კომპოზიტორი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში გამართულ ქორწილში „დადის“ და „უკრავს“... მათ შორის დოლ-გარმონზეც...
ასეთ ხელოვანზეა ნათქვამი, ერთი შექმნა, მაგრამ ისეთ „ენაზე“, რომ ყველას ესმის, ყველას მოსწონს, ყველა უკრავს და ყველა ოცნებობს მის ერთხელ მაინც გაგონებაზეო... ერთხელ მაინც, თორემ ისე, რამდენჯერაც გინდათ....
მოკლედ, დღეს ყველა შეყვარებულისთვის სასურველი მელოდიის ავტორის - ფელიქს მენდელსონის დაბადების დღეა...
1843 წელს პოტსდამში შედგა შექსპირის პიესის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ პრემიერა და ამაში არაფერი იქნებოდა არაჩვეულებრივი, რომ არა ერთი ფაქტი... სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა 34 წლის ფელიქს მენდელსონმა... დიახ, მაშინ შესრულდა პირველად მენდელსონის ცნობილი "მარში“ :)))) არადა შექსპირის პიესაში „საქორწინო მარშს“ ვირისა და მოჯადოებული დედოფლის ქორწინებისას უკრავენ :))))))))))))))))))) ისე, კაცებს ზუსტად შეეფერება ეს "ტიტული".
პირველად მენდელსონის „საქორწინო მარში“ დღევანდელი „დანიშნულებით“ 1858 წელს შესრულდა - პრუსიის მეფე ფრიდრიხ III-ისა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის - 14 წლის პრინცესა ვიქტორიას ქორწილში.
"საქორწინო მარშმა" უკვდავყო მენდელსონის სახელი და იგი ყველა იმ ადამიანის ჰიმნად იქცა, ვინც სიყვარული იპოვა და ქორწინებით დააგვირგვინა იგი“, - წერს ფირცხალავა.