პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა უნგრეთთან 5:1 წააგო. უნგრელების კარში გატანილი გოლის ავტორი გიორგი კახიანი იყო. ფეხბურთელ დეპუტატებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც გულშემატკივრობდა.
„უფრო შეთამაშებულია უნგრეთის ნაკრები, ჩვენ ამდენი მომზადების საშუალება და დრო არ მოგვეცა,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ქართველი დეპუტატების უკმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ საფეხბურთო მოედანზე უნგრელ დეპუტატებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლები და ყოფილი კანონმდებლებიც თამაშობდნენ.
„ვიყავით ინფორმირებულები, რომ აქ მხოლოდ პარლამენტის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს ჰყავდა ყოფილი დეპუტატები, მათ შორის მინისტრის ოთხი თანაშემწე, თუ ასეთი მოცემულობა გვექნებოდა, საქართველოში არ გაგვიჭირდებოდა ფეხბურთელების მოძებნა,"- აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ.
საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო ნაკრები ხვალ პოლონეთს დაუპირისპირდება.