reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენსა და ხალხს შორის უფსკრულია –ან დაიბრუნეთ ქართველი ხალხის ნდობა, ან ჩვენ გაგვატარეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 22:53
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენსა და ხალხს შორის უფსკრულია –ან დაიბრუნეთ ქართველი ხალხის ნდობა, ან ჩვენ გაგვატარეთ!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 18:30

 

 


ზუსტად ერთი კვირის წინათ, 31 იანვარს, ათასობით ადამიანი ერთი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა - დასაჯეთ დამნაშავეები! როგორც აქციის ორგანიზატორი, „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას - ან ქართველი ხალხის მოთხოვნას შეასრულებს, ან მათაც ისევე მშვიდად გაისტუმრებენ ხელისუფლებიდან, როგორც მისი წინამორბედი!

 

- ირმა, თქვენი ინფორმაციით, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე - „დასაჯეთ დამნაშავეები"?!

 

- „გუგლის" სისტემამ დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დათვალა. დიახ, მაშინ, როცა სააკაშვილმა ათიათასობით დოლარი ჩადო და ამის ნახევარი ადამიანის გამოყვანაც ვერ შეძლო მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს დაძახილზე ათასობით შეურაცხყოფილი ადამიანი გამოვიდა! პირდაპირ ვამბობ, ხელისუფლებასა და ხალხს შორის ხიდია ჩატეხილი! ხალხის გულთან დამაკავშირებელი ძაფები გაწყდა. და იცით, რატომ? ქართველი კაცისთვის სამართლიანობა არ აღდგა, მკვლელები და ზონდერები ქუჩაში თავისუფლად დადიან, მეტიც, თანამდებობებზე ინიშნებიან.

 

- ირმა, 31 იანვრის აქციიდან მეორე დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე 11 ბრალდებული დააკავეს, ერთი კვირის თავზე კი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაც გაიხსნა...


- პროკურატურამ ურთულესი საქმე გამოიძია, რაც ადასტურებს იმას, რომ პროფესიონალიზმის დეფიციტი არ არის. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა სხვა მკვლელობების პრევენციას ნიშნავს! ყოჩაღ პროკურატურა! ახლა, აფრასიძეებისა და სხვა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიებასაც ველოდები! ფაქტია, რომ ხელისუფლება შეჯანჯღარდა. ამაში კი დიდი როლი 31 იანვრის აქციამ შეასრულა, როცა ხალხმა ხელისუფლებას საბოლოოდ უთხრა: არა კოჰაბიტაციას, დაიწყეთ დამნაშავეების დასჯა! თუმცა, ერთი და ორი საქმის გახსნა სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს.


კარგია, რომ ზონდერების არსებობა აღიარეს და ძალოვანი სტრუქტურების წმენდის პროცესი დაიწყო, მაგრამ ხელისუფლების გასაგონად ვამბობ: სხვადასხვა სტრუქტურაში წამყვან თანამდებობებზე კიდევ ბევრი ზონდერი განაგრძობს საქმიანობას!


- კარგი იქნება, თუ მათ გვარ-სახელებსა და თანამდებობებს დააკონკრეტებთ...

 

- არ დაგიმალავთ, ბოლო რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის" ზონდერების სიის შედგენაზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე მონაცემებს ვაზუსტებ. ვიდრე ყველა დეტალს არ გადავამოწმებ, თავს შევიკავებ მათი სახელების დაკონკრეტებისგან, თუმცა, პირდაპირ გეტყვით, სიაში 32 კაცია წარმოდგენილი, რომლებიც დღესაც სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ - კონტრდაზვერვაში, ანტიტერორისტულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროში. როგორც კი გადამოწმების პროცესი დასრულება, სიას გავასაჯაროვებ და საზოგადოებას წარვუდგენ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ქონების წართმევაში, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებში, აქციების დარბევაში... ყარაფილას სასაფლაოზე მომხდარი აფეთქებით ახალი ეტაპი დაიწყო, თუმცა, როცა ჩვენ დამნაშავე ზონდერების დასჯას ვითხოვთ, ნაციონალებს ამაზრზენი პიარკამპანია აქვთ გაჩაღებული.


- რას გულისხმობთ?

 

- „ნაციონალური მოძრაობა" „რუსთავი 2"-თან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაზაგაშვილების სახელს ჩირქი მოსცხოს. ცდილობენ, საზოგადოების ცნობიერებაში დანერგონ აზრი, თითქოს, ზურა და იური ვაზაგაშვილები კრიმინალები იყვნენ.


ვეკითხები „რუსთავი 2"-ის მთელ შემადგენლობას, რა აზრს ახვევთ თავს საზოგადოებას? საბჭოთა საინფორმაციო მანქანაც კი იშვიათად იყენებდა ასეთ ბინძურ მეთოდებს!


კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამ ყველაფერს ხედავს და დუმს, დუმან ნაქები მედიაექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები. დიახ, „რუსთავი 2" ისევ წამლავს საზოგადოებას! „ნაციონალური მოძრაობა" ისევ ატყუებს ხალხს! დამნაშავეები ადვოკატის ან უფლებადამცველის ქოლგას ეფარებიან - ადვოკატი გოგა ონიანი პოლიციის ექს-თანამშრომელია და გახმაურებულ დარბევებში მონაწილეობდა. ოთარ კახიძე თავის დროზე ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, ახლა - „დიადი" ადვოკატია. ასევე ადვოკატობს  რომეო საჯაია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს პროკურორი და როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელი გახლდათ. მოკლედ, ადვოკატურა ნაცზონდერების თავშესაფარი გახდა. გახსოვდეთ, როცა დამტკიცდება თქვენი დანაშაული, უფლებადამცველის მანტია ვეღარ გიშველით, ყველანი წახვალთ ციხეში კარანტინის გავლით, რათა ნახოთ, რას უკეთებდით სხვა ადამიანებს და მადლობას უნდა სწირავდეთ ღმერთს, რომ „დუბინკა" აღარ მოგხვდებათ უკანალში.


„ოცნების" საპარლამენტო დეპუტატებო, სად ხართ? ამოიღეთ ეს დადუმებული ხმა! როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, დამნაშავეების დაჭერა პოლიტიკური ნიშნით ხდებაო, სამართალდამცავებს მაინც დაეხმარეთ ჯანსაღი კომენტარებით!


გეკითხებით, რატომ დადის თბილისის ქუჩებში თავისუფლად ადეიშვილის ვირთხა - მურთაზ ზოდელავა?! ეს არაკაცი იყო, 2012 წლის სექტემბერში, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ბრიფინგებს რომ მართავდა და 2 მილიონის აღებას მაბრალებდა, ხოლო თვითონ საკანში უდანაშაულო ადამიანები აცემინა და ვიდეოფირზე გადააღებინა. გეკითხებით, რატომ მიეცით სააკაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება? ხომ იცოდით, რომ შემდეგ მისი დაჭერა გაძნელდებოდა?! რატომ დაატოვებინეთ ქვეყნის საზღვრები ზურაბ ადეიშვილს? ვინ იყვნენ ისინი, ვინც სააკაშვილსა და ადეიშვილს საქართველოს დატოვებაში დაეხმარნენ? ამ ყველაფრის შემდეგ, ნუღარ გაგიკვირდებათ, რატომ გამოდის ათასობით ადამიანი ქუჩაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით!


როგორ გგონიათ, რატომ ქმნის სააკაშვილი უკრაინაში პლაცდარმს?! რატომ ნიშნავენ სააკაშვილის თანაგუნდელებს მაღალ თანამდებობებზე?


- რატომ?

 

- სააკაშვილმა უკრაინის დაშლის პროცესში მიიღო მონაწილეობა, რითაც რუსეთის სანუკვარი ოცნება აასრულა - ყირიმი გაიყო. ნაციონალების ყოფილმა ჩინოვნიკებმა თანამდებობები ამის საფასურად მიიღეს. ხელისუფლებას ვეუბნები - უკრაინაში ახლო მომავალში, „ნაციონალური მოძრაობა" მილიარდებს დააგროვებს, ბიზნესმენებს „გაპარსავენ" და იმ ფულით საქართველოში ახალი ხავერდოვანი რევოლუციის განხორციელებას შეეცდებიან... მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ამას ვერ მიაღწევენ! არ დავუშვებთ! ჯერ ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა! თორემ ამ ხელისუფლების შემყურე, გამორიცხული არაფერია...

 

- ამასობაში ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის შესახებ 200-სერიანი ფილმის - 9+1"-ის გადაღებას აპირებს...

 

- ეს ფილმი ნანახი მაქვს. ამას ვუყურებდი მთელი 10 წლის მანძილზე... დღეს ფილმის გადაღებაზე კი არა, ქვეყნის განვითარებაზე, სამართლიანი სახელმწიფოს აშენებაზე უნდა ვიფიქროთ.


ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენსა და ხალხს შორის უფსკრულია - ან დაიბრუნეთ ქართველი ხალხის ნდობა, ან ჩვენ გაგვატარეთ!


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016