20 თებერვალს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში შედგება დონიცეტის ოპერის „მარია სტიუარტის" პრემიერა. პირველად, მსოფლიოში ცნობილი ორი ქართველი მომღერალი ერთად იმღერებს ვარშავის საოპერო თეატრის სცენაზე. დედოფალ ელისაბედის როლს შეასრულებს მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ხოლო ლესტერის როლს შეასრულებს ტენორი შალვა მუქერია.
სპექტაკლს უდირიჟორებს პოლონეთის ნაციონალური ოპერის მთავარი დირიჟორი ანდრი იურკევიჩი. სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის მოსე ლეიზერს და პატრის კურირს. ამ დადგმამ უკვე დიდი წარმატებით მოიარა ლონდონის და ბარსელონას სცენები.
ქეთევან ქემოკლიძე და შალვა მუქერია წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე, როგორიცაა მილანის „ლა სკალა", ბერლინის „დოიჩე ოპერა", ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ვენის „შტატს ოპერა", ლონდონის „კოვენთ გარდენი", ვენეციის „ფენიჩეს" თეატრი, „არენა დი ვერონა", ბარსელონის ლისეუს თეატრი, მადრიდის სამეფო თეატრი, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრი და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის: http://www.ketevankemoklidze.com