reportiori.ge - ნოდარ ხადური: დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია
10 თებერვალი, 2015. 13:20



საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია.


მინდა გითხრათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%. ჩვენი პროგნოზი დღეისთვის 5%-ია, მაგრამ ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ხადურმა.


ფინანსთა მინისტრმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ხადურის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი  დაბალია, თუმცა ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.


მე დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხადურმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016