სად აქვთ „ნაციონალებს„ კონსპირაციული ბინა საიდუმლო შეკრებისთვის? რა გასაიდუმლოებული შეკრება გამართა სააკაშვილმა საინგილოში?
გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი:
- ...ქალბატონი ირმა ნადირაშვილი, ანტიბაქტერიულ რეკლამაში ჯოჯოები რომ დახტიან, იმ ჯოჯოს რომ ჰგავს, რომ გამოდის და ლაპარაკობს, ჩვენ გადატრიალებას გვაბრალებენო, მაინტერესებს, მაშინ რატომ შეიკრიბნენ საინგილოში ერთი კვირის წინ და რა „სხადნიაკი" ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, მთელი ეს ბობოლები რომ იქ იყვნენ ჩასულები? რა გამოდის, ეს ამბავი მარტო მე ვიცი და უშიშროებამ არ იცის, თუ რა ხდება? მაშინ გამოვიდნენ და თქვან, რომ ტყუილს ვამბობ, მაგრამ მე მონადირეებს ვიცნობ და იქიდან მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ის სისხლისმსმელი იქ ჩამოეთრა და გამალებული მუშაობა მიდის. ანდა სააკაშვილის დაარსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც თავის დროზე მაგისმა ყურმოჭრილმა მონამ, ბარნოვმა გახსნა, იქ რომ იკრიბებიან შიგნიდან ჩაკეტილ შენობაში და გეგმებს რომ აწყობენ, ესეც მე ვიცი მარტო?
მეტსაც გეტყვით: ქიაჩელის ქუჩაზე ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის თავზე, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ვინმე ოქროპირიძის ბინაში ღამღამობით რომ იკრიბებიან და ახალგაზრდებიც რომ შემოიკრიბეს გეგმების დასაწყობად, ესეც მარტო მე ვიცი, პოეტმა კაცმა, სახლში რომ ვზივარ და, ფაქტობრივად, გარეთ არ გავდივარ და სხვამ არ იცის? დიდი ხანია, ეს ინფორმაციები ცნობილია ორგანოებისთვის, მაგრამ ეს ამბავი ხალხმაც უნდა იცოდეს.
...ბოდიშს ვიხდი მკითხველთან და საზოგადოებასთან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: აყროლდა მთელი ტელევიზიები ხახვის, ნივრისა და აქოთებული ნიფხვების სუნით. ზოგიერთი ქალი ულუ ყაენს დაემსგავსა და ქუსლებზე შემხტარი მაინც ვერ ელევა ეკრანს და ესაა შოუები? რამდენი ხანი უნდა ითმინოს ხალხმა?
...„ფეისბუკზე" რომ გამოვდივარ, ნახევარი საქართველო მაქებს, მერე გამოვლენ მაგათი ბრიგადები და არის ჩემი ლანძღვა-გინება! ვერ მომერევით, რადგანაც ჩემი შაჰიდის ქამარი ჩემი სიმართლეა! ნამდვილად არ ვარ უცოდველი, მაგრამ ქვა მესროლოს იმან, ვინც ჩემზე წესიერი და სუფთაა, აი, ამაზეა ლაპარაკი! ვის ებრძვით? ახალგაზრდა კაცს, ვინც თავის შრომითა და ნიჭით სორბონა დაამთავრა და დააკვირდი, როგორ ლაპარაკობს ფრანგულად და ინგლისურად, დორბლიანის ინგლისურს რომ გადაგვაყოლეს? ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სხვებისგან განსხვავებით, უკან დასაბრუნებელ გზას არ ვიტოვებ. პოლიტიკოსებს მივმართავ, პარტიიდან პარტიაში რომ დახტიხართ, რამ აგაყაყანათ? თქვენ ხალხმა უკვე გადაგისვათ ხაზი და თქვენი, ობმოკიდებულების, დრო დამთავრებულია!
- ბატონო რეზო, კი მაგრამ, მთავრობას შეცდომები არ მოსდის?
- კი, მოსდის, მაგრამ რატომ არ ფიქრობთ იმაზე, ორი წლის განმავლობაში პრემიერი ინტენსიურ საბოტაჟში რომ იყო? ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებ „ქართულ ოცნებას" და რაშიც არასოდეს ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, ამერიკელებმა კინაღამ დაახრჩვეს და არაფრის საშუალება არ მისცეს, მე მაინც მგონია, ეგენი რომ ორ ოქტომბერს აგველაგმა, გადარჩენილი იქნებოდა ეს ქვეყანა! ახლა ჯერ კიდევ დროა და თუ ახლავე არ მოვუღეთ ამათ ბოლო, ჩვენ მუდამ შეკრულ წრეზე ვივლით და რა უნდა გავაკეთოთ? სულ ვიმეორებ, დააპატიმრონ გიგა ბოკერია და პირს დააღებს ყველა, ეგენი ხომ კაცები არ არიან? დააპატიმრონ ეს ვითომ ჩე გევარა, პირს რომ ვერ აღებს და საბავშვო ბაღიდან წამოღებული კოვზით რომ ჭამს, გივი თარგამაძე, თხრილებში რომ პოულობდნენ მთვრალს, აი, ეს რაიხსფიურერები უნდა დასხდნენ ციხეებში და ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: ის ჟურნალისტები, რომელთა კისრებზეცაა მაგათი გაფეტიშება და „გათეთრება", ისინიც უნდა მოგვშორდნენ რატომ უნდა იჯდეს დუტა სხირტლაძე სავარძელში და კურტუმოს ათამაშებდეს? რატომ უშლიან ხალხს ნერვებს? ანდა ვის რაში აინტერესებს „ფირმენი ბოზების" ნიფხვების ფერი? ის ბანკები უნდა მოვიკითხოთ, ამ შოუებს ვინც აფინანსებს და ის მომღერლები უნდა მოვიკითხოთ, უსირცხვილოდ რომ თვალებში გვაფურთხებდნენ და ზემოდან გვიყურებდნენ, ის ხალხი რომ არის ისევ. ვინ იღებს ამაზე ხმას, მითხარით? რატომ გგონიათ, იმდენი ჭკუა არ მაქვს, რომ ყოველდღე ამ საუბრით უამრავი მტერი არ შევიძინო? მაგრამ სანახევრო სიმართლის თქმა არ შეიძლება.
- „ნაციონალების" დესანტის გადასხმა უკრაინაში გრძელდება, მაგრამ უკრაინელები აღშფოთებულები ყოფილან, მოგვაცილეთ ესენიო.
- მე ასეთი ინფორმაცია მაქვს: ბოლოს მაგათ გამოაძევებენ უკრაინიდან, მაგრამ ვინ გადასვა ეს დესანტი? ობოლი ბავშვების დედინაცვალივით რომ დადის ნორლანდი, ვერ ხედავთ, თითი დაგვიქნია პირდაპირ, ეს არასამთავრობოები ჩვენი პარტნიორები არიანო! პარტნიორები კი არ არიან, თქვენი ხელფასიანი აგენტები არიან! მოგმართავთ, ბატონო ნორლანდ: ისტორია თქვენ არ გაქვთ და სულიერება, გაიხსენეთ, როგორ შექმენით სახელმწიფო? და დამისახელეთ ქვეყანა, სადაც შეხვედით და სისხლის ტბები არ დააყენეთ? რატომ არ გვანებებთ თავს? ეს პოლიტიკოსები ყველაფერზე რომ ლაპარაკობენ, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ, მაინც რომ ელაქუცებიან ამერიკას? დროა, აირჩიონ, ან ეს მკვლელები და, ან ქართველი ხალხი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ ამერიკელებს როგორც უკრაინა, ისე საქართველო! დასავლეთი უკრაინაში რუსეთს ვერ მოუგებს, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, მამაზეციერს ვთხოვ ერთ რამეს, იმ წრუწუნა ადეიშვილისა და დანარჩენების გასაგონად ვამბობ, უკრაინიდან რომ იმუქრებიან, არ შეგრჩებათ! არ შერჩება იმათაც, ვინც ინტენსიურად თანამშრომლობდა სააკაშვილთან და „ნაცებთან", ეს იქნება ძალოვანი, მომღერალი, მწერალი, თუ მსახიობი, რადგანაც ყველანი არიან მკვლელები და ამას დავამტკიცებ. და თუ ვინმეს აინტერესებს, ვაზაგაშვილი და დანარჩენი ხალხი ჩახოცა სააკაშვილმა და მისმა სისტემამ, ეს სისტემა კი შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რასაც ახლა უკრაინაში ნერგავენ და მერე აქ უნდათ, დააბრუნონ. გაცნობიერებული მაქვს, ამ ჩემს სიტყვებს, რა შეიძლება, მოჰყვეს, რადგანაც ეროვნული იდეა ვის გულშიც გაიფაჩუნებს, ის ამათი მტერია. სინამდვილეში მტერი ზოგიერთი არასამთავრობოა, ანდა ახლა რომ შეიკრიბნენ ის პოლიციელები და ლიგა რომ შექმნეს თავისი. ნახეთ, ვინ ქმნის ამ ორგანიზაციებს, ლამანტინს რომ ჰგავს ეს კვესიტაძის ქმარი.
- ვის ჰგავს?
- ლამანტინს, ეგ ხომ იცი, რა არის? ზღვის ძროხას რომ ეძახიან, მონგრეული ცხვირით! ახლა არც მერაბიშვილი იყო პლევაკო, მაგრამ ეს უფრო მაგრად ბლუყუნებს, ეს ჩაწერე ყველაფერი, ამის გარდა შაშკინი, სააკაშვილის არღნის ჩიტი, ესენი ყველანი არასამთავრობოები არიან! იგივე სერგი კაპანაძე - არასამთავრობო, რურუა _ არასამთავრობო, გრიგოლ ვაშაძე - „ტარაკან პრუსაკ", მასაც არასამთავრობო აქვს და ამას დაუმატე ეს ლომჯარია და პაგონებიანი კაპიტანი გიგაური და კოჟორიძე! მე რომ მაგათ დავარტყი, მაშინ იღებდა ვინმე ხმას? რას ემსახურებით, თქვე უბედურებო? ერთი და იგივე ძალის დესანტია ესენიც. ბოლოსთვის კი ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება, ჩვენ ვინც ვცხოვრობთ, ერთხელ ვცხოვრობთ და საფლავებში ჩაგვაფურთხებენ, თუ მხოლოდ საქართველოზე არ ვიფიქრეთ! რუსმაც კისერი იტეხოს და ამერიკამაც, მაგრამ გაუმარჯოს იმას, ვინც ჩემს ქვეყანას წესიერად შეხედავს.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"