reportiori.ge - პაატა ბურჭულაძე 60 წლისაა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:47
კულტურა
პაატა ბურჭულაძე 60 წლისაა (ვიდეო)
12 თებერვალი, 2015. 10:10

 

 

ქართველი საოპერო მომღერლებიდან თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ღვაწლმოსილი, ერთ-ერთი გახლავთ პაატა ბურჭულაძე, ვინც თავისი, დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო არენაზე ქართული საოპერო ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში...

 

 

1981 წელი - პირველი პრიზი ბუსეტოს მუსიკალურ ფესტივალზე „ვერდის ხმები", 1982 წელს პირველი პრიზი და ოქროს მედალი მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში, 1985 წელს გაიმარჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში, ფილადელფიაში... 1986 წელს მიენიჭა მარია კალასის კონკურსის პირველი პრემია, ამავე წელს ვენაში შეიქმნა პაატა ბურჭულაძის თაყვანისმცემელთა ფან-კლუბი...

 

 

1984 წელს შედგა მისი სენსაციური დებიუტი ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენთ გარდენის" სცენაზე ლუჩიანო პავაროტისა და კატია რიჩარელის გვერდით ვერდის ოპერაში „აიდა"... აქედან დაიწყო პაატა ბურჭულაძის 30-წლიანი წარმატებული შემოქმედებითი წინსვლა მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენაზე. მსოფლიო საოპერო ხელოვნების აღიარებულ ვარსკვლავებთან და დირიჟორების გვერდით...

 

 

მომღერალი, რომელიც შესულია თანამედროვე საოპერო ხელოვნების თითქმის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, ადამიანის უპირველეს მოვალეობად ქველმოქმედებას მიიჩნევს. უკვე 10 წელია პაატა ბურჭულაძის ინიციატივით დაარსდა უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მრავალშვილიანი ოჯახების ფონდი „იავნანა".

 

 

2006 წელს საქველმოქმედო საქმიანობისთვის პაატა ბურჭულაძე გაეროს კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული...

 

 

ასეთია მოკლედ პაატა ბურჭულაძის შემოქმედებითი და საქველმოქმედო მოღვაწეობის გზა, რასაც კვლავ წარმატებით აგრძელებს.

 

 

„რეპორტიორი" ულოცავს ღვაწლმოსილ მამულიშვილს, პაატა ბურჭულაძეს, საიუბილეო თარიღს, უსურვებს წელთა სიმრავლეს, დღეგრძელობას და მზეგრძელობას. სამშობლოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და ქართული კულტურის განვითარებისათვის, ასეთივე ენერგიით კიდევ დიდხანს ეღვაწოს.

 

 

ჟურნალისტ ვახტანგ კობაიძის პირად კინო-ფოტო არქივში ინახება 80-იან წლებში ავსტრიის მუსიკალური ფესტივალის ვერდის „ერნანის" უნიკალური გამოუქვეყნებელი რეპორტაჟი, რომელსაც დღეს პირველად შემოგთავაზებთ „რეპორტიორი".



 





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016