reportiori.ge - სკანდალური ჩანაწერი - გოგი თოფაძე – ასლან აბაშიძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 22:50
პრეს-დაიჯესტი
სკანდალური ჩანაწერი - გოგი თოფაძე – ასლან აბაშიძე
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 18:34

 

 

 

გ. თოფაძე: ალო! ბატონო ასლან, თქვენ ბრძანდებით?

 

ა. აბაშიძე: დიახ!


გ. თოფაძე: გამარჯობა, გოგი ვარ, თოფაძე! როგორ ბრძანდებით?


ა. აბაშიძე: როგორ ვიქნებით? სულ რევოლუციებს იწყებთ მაქ. ხან კალინინი გყავდათ, ხან ორჯონიკიძე, ხან სხვადასხვა.


გ. თოფაძე: ამიტომ უნდა მობრძანდეთ აქ და დააწყნაროთ ყველაფერი.


ა. აბაშიძე: ერთად უნდა გავაკეთოთ, ეგ ერთად!


გ. თოფაძე: ჩვენ მზადა ვართ ყველანაირად... თავიდანაც მე რაღაცა ჯემალის გავუგზავნე ერთი ჩემი წინადადება, მაგრამ, ეტყობა, ამ ეტაპზე არ გამოვიდა. თქვენი გავლენა ძაან დიდი იქნება. ცოტა შეშინებულია, ცოტა დაბნეული, თქვენი გამხნევება და თქვენი ალბათ... ძალიან წაადგება საქმეს, თორემ აქ, მე ვატყობ, ესენი დაანგრევენ ქვეყანას, რაა. და ძალიან ბევრ დათმობებზე მიდის ჩვენი ბატონი პრეზიდენტი.


ა. აბაშიძე: მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთიანად უნდა დავდგეთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ მაგენი, ავიღოთ და ალბათ დღეს ჩამოვყალიბდებით, ჩვენ მეორე ადგილი უნდა ავიღოთ.


გ. თოფაძე: დიახ! აუცილებლად...

 

ა. აბაშიძე: პოზიცია დავიკავოთ და ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა.

 

გ. თოფაძე: გელოდებით! მე მგონი, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ დღევანდელ სიტუაციებზე, ველოდებით თქვენგან კონკრეტულ შემოთავაზებას, ჩვენ მზადა ვართ, რომ, აი, ეს ნაძირალები რაღაცნაირად მოვაცილოთ საქართველოს.

 

ა. აბაშიძე: დღეს ხელისუფლებაში არ მოსულან და: დაგიჭერთ, ციხეში ჩაგაგდებთ, უკვე სურათებს აჩვენებენ და რაღაც-რაღაცეები.

 

გ. თოფაძე: და 10 წელი არ იყვნენ?! არ დაგვანგრიეს?!

 

ა. აბაშიძე: მართალი ხარ და ახლა ფიზიკურად აპირებენ. ერთი რამე გაეკეთებინათ, ერთი პატარა ჯიხური დაედგათ სადმე ესთეტიკური, ერთი პატარა ბაღი გაეკეთებინათ, რაღაცა გაეკეთებინათ. გასაგებია, რაღაც ამბიციები ექნებოდათ, მაგრამ გეტყვი, რომ მეტი თვალსაწიერი ამათ არა აქვთ და ვერც ხედავს ამის იქეთ რა შეიძლება კარგი იყოს. არაფერი არ გააკეთო და პრეტენზია გქონდეს, ამბობს,რომ აქ, აჭარაში გაყალბდა არჩევნები, როგორ მოასწრენ ამდენ დროში, 8-დან 8 საათამდე? კანონით 8-დან 8-მდე 2000-მდე კაცი ემსახურება უბანს. ჩვენ დავამატეთ, მარტო იმიტომ კი არა, გავაკეთეთ საერთოდ უბნები, ყველა ერთნაირი ლურჯი მაგიდები, ლურჯი სკამები, ლურჯი კაბინები, ეს კაბინები არის ორ-ორცალიანი, ხუთს ვერ გააკეთებ და 6 უნდა დადგა. თუ ოთხს დადგამ, ე.ი. არ ჰყოფნის კანონით. დამატებით კიდევ ერთი 5 უბანი გავხსენით, რომ ვაითუ „ვდრუგ", რაღაცა მოვიდა, ხალხი მოვიდა, ჩვენ რაღაცა შეცდომა დავუშვით, ვიღაცა ვერ აღვწერეთ, ან ჩამოვიდა საღაცა მოსკოვიდან, ან ყაზახეთიდან, აქ ეს არ შეიძლება. აქ სვლა ნორმალური იყო, იქ... ომის დროს იგივე დროში მოვიგეთ ჩვენ, მაგალითად, არჩევნები. დათვლა არ შეიძლება, არ უნდა გაკეთდეს, თუ დათვლიან, ე.ი. დასჯიან იმ ხალხს, ვინც დათვლაში მიიღებს მონაწილეობას. მარა ფალსიფიცირებულია არჩევნები, ნუ ეს საოცრებაა. როგორ უსმ ენს ეს ხალხი, მიკვირს, რაა!

 

გ. თოფაძე: ეს ხალხიც გააბითურა „რუსთავი 2"-მა. მე ორი წელი ვეუბნები ჩვენს ძალიან შორსმჭვრეტელ პრეზიდენტს, რომ „რუსთავი 2" დაგღუპავს-მეთქი! ანტიეროვნული, ანტსახელმწიფოებრივი ორგანოა და ვერაფერი ვერ მოვთუხერხე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ უფრო რადიკალური ბრძანდებით და ეს ერთადერთი გამოსავალია დღეს. და მასაც რომ მოუწოდოთ, რომ ცოტა კაცურად მოიქცეს, რადიკალურად მივაწვეთ ამას სუყველა. ასე არ შეიძლება, კაცო, ამათი ბაირამობა. წარმოუდგენელია, დაინგრა ქვეყანა.

 

ა. აბაშიძე: ეეეეჰ, მარტო „რუსთავია?!" „იმედიც" იმას აკეთებს, „მზეც" იმას აკეებს და სხვებიც!

 

გ. თოფაძე: ხო, მისი ფავორიტებია, რო კითხო, „მზეც" და „რუსთავიც!" ამას უკეთებენ ფავორიტები საბოლოო ჯამში. არ ვიცი, ბატონო ასლან, ძაან დიდი იმედი გვაქვს თქვენი, რომ მაგას გაამხნევებთ და ცოტა მოუწოდებთ, რომ მართლა ხმა ამოვიღოთ. ჩვენ აქ მზადა ვართ, მათთან არგაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და ე.ი. მე ერთი რამე მინდა თქვენ გთხოვოთ - თქვენ მიერ გამოგზავნილი ვარიანტი აი, აქ მიდევს, ორ გვერდზე როა.

 

ა. აბაშიძე: დიახ...

 

გ. თოფაძე: ცოტა ხომ არ გავკრათ შევარდნაძის ხელისუფლებას? პატარა კრიტიკა - კი, მართალია, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ ბევრი რამე დაიმსახურეს ამათმა თავის არასწორი მოქმედებით.

 

ა. აბაშიძე: თუ დემოკრატიაზე დავიცავთ ხელისუფლებას დღესაც, კანონიერ ხელისუფლებაზე მაქვს ლაპარაკი, მაგას აბსოლუტური მხარდაჭერა სჭირდება და ვნახავ, შეიძლება, რამე ჩავამატო.

 

გ. თოფაძე: კარგი, დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ თქვენ ცოტა რადიკალიზმისკენ მოუწოდებთ.

 

ა. აბაშიძე: თქვენ ცოტა იმედიანად იყავით, პირდაპირ გეტყვთ, რომ არაფერი გამოვა. ტყუილა დახარჯული ფული იქნება!

 

გ. თოფაძე: დიდი მადლობა ამ იმედისათვის!


გაზეთი „ქრონიკა +"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016