reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შანსი არსებობს და ეს არის რევოლუცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:02
ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი: სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შანსი არსებობს და ეს არის რევოლუცია!
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 18:35

 

 

 

NATO-ს ღია გაფრთხილება თბილისს. დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ საქართველო რუსული აგრესიის ობიექტი გახდეს. NATO-ს წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთი საქართველოში „ჰიბრიდული ომის" ტაქტიკას გამოიყენებს.


პარალელურად, კიევიდან მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო მეტად შეგვახსენებს, რომ ის საქართველოში ჩამოვა.


რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საქართველოში და როგორია ომის პერსპექტივა. „პრაიმტაიმს" ვალერი გელბახიანი ესაუბრება:


- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შანსი არსებობს და ეს არის რევოლუცია, სხვა შანსი არ არის.

 

- რადგან უკვე ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გრძნობს რევოლუციურ განწყობებს საქართველოში?

 

- რევოლუციას უნდა მომწიფება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ ხელისუფლება ნდობას კარგავს, სიტუაცია რევოლუციისთვის მომწიფებული მაინც არ არის. თუმცა არსებობს ხელოვნური რევოლუციები. მაგალითად, შარშანდელი მაიდანის სცენარი უკრაინაში იყო ხელოვნური რევოლუცია. არავითარი საბაბი არ არსებობდა მაშინ რევოლუციისთვის და განხორციელდა სისხლიანი რევოლუცია.


- შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს მსგავსი ხელოვნური რევოლუცია?

 

- რა თქმა უნდა, შეიძლება. მით უფრო, რომ NATO-ს ხელმძღვანელობა აცხადებს,რ ომ რუსეთი საქართველოში ომს გეგმავს. ომის პროვოცირების შემთხვევაში ნაციონალურ ძალებს შეუძლიათ ხელისუფლების გადაყენება? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, NATO-ს ხელმძღვანელობა რატომ აცხადებს ასეთ რამეს, მაგრამ ომს პირდაპირი სცენარით კი არ დაიწყებს, არამედ შერეული სისტემით. ეს კი მიმანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას პირდაპირ ამზადებენ თუ აქეზებენ იმისთვის, რომ რუსეთი პროვოკაციას იწყებს და ანტირუსული ძალები უნდა განეწყონ ამ ომისთვის. მეტი საბაბი რაღა უნად იყოს რევოლუციისთვის?


- და ეს რუსული პროვოკაცია ვის წისქვილზე ასხამს წყალს?

 

- ვფიქრობ, ამერიკელების ინტერესებშია.


- რატომ?

 

- იმიტომ, რომ კავკასიური ნაწილი რუსეთის ზურგია და მათ შორის საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. თუ საქართველო მყარი ზურგი იქნება რუსეთისთვის, მას შეუძლია, თავისუფლად დაიწყოს ევროპული ომი, მაგრამ ამას არ გააკეთებს, თუ მისი ზურგი მორღვეული იქნება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, საქართველო ვისი კონტროლის ქვეშ იქნება ომის სიტუაციაში - რუსეთის თუ დასავლეთის. თუ საქართველო დასავლეთის კონტროლქვეშ მოექცა, რუსეთი ომს ვერ გაბედავს, რადგან საქართველომ შეიძლება გამტარის ფუნქცია იტვირთოს და რუსეთის კავკასიურ ნაწილში ყოველდღიური ტერორისტული აქტები მოეწყოს, სეპარატიზმი განვითარდეს. შესაბამისად, რუსეთის ერთმა ნაწილმა შეიძლება ჩამოშლა დაიწყოს. ვისაც რუსეთის ცენტრალური ნაწილის გათიშვა უნდა, ამ სქემას მიჰყვება პირველ რიგში. რუსეთი კი არ დაუშვებს, რომ ვინმემ მოარღვიოს კავკასიური ზურგი და ისე დაიწყოს ომი დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეძლევა აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

- ასე თუ განვითარდა მოვლენები, სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდება?

 

- ამას თავად ამბობს სააკაშვილი.


- ახალი ძალის გამოჩენას თუ ელოდებით პოლიტიკურ ასპარეზზე?

 

- სტაბილურ პერიოდში ველოდები, მაგრამ  ომის პირობებში, რა თქმა უნდა, არა.


- ანუ ომი რამდენად რეალურია?

 

- მგონი, ყველაზე რეალურია. ასეთი განცხადება ამერიკამ გააკეთა. მათი მხრიდან აღნიშნული განცხადება იყო პრევენცია იმისთვის, რომ ომი იწყება.


- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ემზადება ან მზად არის ა გამოწვევისთვის?

 

- ჩვენთან ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს არ არის რეალური, შესაბამისად, როგორც ჩანს, ხელისუფლებაც გამორიცხავს ასეთ სცენარს. ამერიკა რომ არ გამორიცხავს, ეს ხომ ფაქტია?

 

ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016